მამუკა მდინარაძე: დაპირისპირების, კლანების, ვიღაცის გადადგომის თემები გუნდის შიგნით არ განიხილება
11-04-2018, 15:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე დეპუტატების მიერ ბოლო დღეების განმავლობაში გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ  „დაპირისპირების, კლანების, ვიღაცის გადადგომის თემები გუნდის შიგნით არ განიხილება". 

 

 

„გუშინ პარტიის ოფისში, ამ საკითხებთან დაკავშირებით შედგა შეხვედრა. შეფასებას, რომ რამდენიმე დეპუტატის მხრიდან უხეშად დაირღვა პარტიული დისციპლინა, გაკეთდა არაკორექტული განცხადებები, პარტიის პოლიტიკური ხელმძღვანელობა დაეთანხმა, მათ შორის, პრემიერ მინისტრი.

 

 

ამის მიუხედავად, ასეთი განცხადებების კეთება და ამით პარტიული დისციპლინის დარღვევა კვლავ გრძელდება, თუმცა ყველას ვთხოვ, რომ ნუ აყვებიან ამ ცალკეულ განცხადებებს.

 

 

შევინარჩუნოთ სიმშვიდე. უახლოეს დღეებში ყველაფერი დალაგდება. რაც შეეხება იმას, თუ როგორ დალაგდება ეს საკითხი, გარწმუნებთ რომ პრობლემა აღმოიფხვრება, პარტიაში იქნება შეხვედრა, ამ განცხადებებს დეტალურად განვიხილავთ, იქნება შესაბამისი რეაგირება. დაპირისპირების, კლანების, ვიღაცის გადადგომის თემები გუნდის შიგნით არ განიხილება“, აცხადებს მამუკა მდინარაძე.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი