კახა კალაძე იერუსალიმის მერს შეხვდა
11-04-2018, 15:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერი კახა კალაძე ქალაქ იერუსალიმის მერს, ნირ ბარკატის შეხვდა. შეხვედრაზე ხაზი ორმხრივი თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკას, 25-წლიან დიპლომატიურ ურთიერთობებსა და სხვადასხვა სფეროში გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას გაესვა.

 

 

დედაქალაქის მერიის პრესსამსახურის ცნობით, იერუსალიმის მერმა კახა კალაძეს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და მზაობა გამოთქვა, ქალაქებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას შეუწყოს ხელი. მისი თქმით, საქართველოს ჰყავს ნამდვილი მეგობარი ისრაელის სახით და იმ მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარება მნიშვნელოვანია, რაც ორივე ქვეყნის ხალხს შორის ისტორიულად არსებობს.

 

 

შეხვედრაზე საუბარი ასევე, შეეხო სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, ტურიზმის სექტორში თანამშრომლობის საკითხებს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ეკონომიკური და ბიზნესურთიერთობების კუთხით არსებულ პოტენციალზე. მხარეებმა გამოთქვეს სურვილი, ახლო მომავალში თბილისში ერთობლივი ბიზნესფორუმი გაიმართოს.

 

 

კახა კალაძემ იერუსალიმის მერს გულთბილი მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და ახალი ტექნოლოგიებისა და მუნიციპალური სერვისების განვითარების მიმართულებით, იერუსალიმის მუნიციპალიტეტის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

 

 

„შეხვედრაზე იმ გამოცდილების გაზიარებაზე ვისაუბრეთ, რაც იერუსალიმს აქვს. მუნიციპალური სერვისების თვალსაზრისით, ერთ-ერთი განვითარებული ქალაქია და გვინდა, რომ მათი გამოცდილება, თბილისში გადმოვიტანოთ. ასევე, შევთანხმდით იმაზე, რომ თბილისში, ივნისში ჩავატარებთ ბიზნეს ფორუმს, სადაც მოწვეული იქნებიან ებრაელი ბიზნესმენები, ასევე ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლები და ვისაუბრებთ იმ შესაძლებლობებზე, რაც საქართველოს ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრით გააჩნია. ასევე, მათ შევთავაზებთ საინტერესო პროექტებს“, განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

თბილისის მერი ისრაელის სახელმწიფოში სამუშაო ვიზიტით საქართველოს საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად იმყოფება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი