ალჟირში სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 250-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. აღნიშნულ ინფორმაციას როიტერსი ალჟირის სახელმწიფო ტელევიზიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ავიაკატასტროფა ადგილობრივი დროით დილის 08:00 საათზე მოხდა. ილ-76 ალჟირის დედაქალაქიდან სამხრეთით 50 კილომეტრში მდებარე ბუფარიკის ბაზიდან აფრენიდან მალევე ჩამოვარდა. ჩამოვარდნის შემდეგ, თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა.
ამჟამად, „ილ-76“-ის ჩამოვარდნის ადგილზე მაშველები მუშაობენ. კატასტროფის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
2014 წელს ალჟირის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის კატასტროფას 77 ადამიანი დაიღუპა. მაშინ ბორტზე მყოფთაგან მხოლოდ ერთი ადამიანი გადარჩა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.