არასამთავრობო ორგანიზაცია „პინის" პროექტის „სოციალური დაცვის საკითხებზე მომუშავე ადგილობრივი ორგანიზაციების ჩართულობის გაძლიერება სტრატეგიულ დიალოგში საქართველოში" (დონორები: ევროკავშირი, ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო; განმახორციელებელი ორგანიზაცია: ფიფლ ინ ნიდ (PIN). პარტნიორი: საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG); სამიზნე ორგანიზაცია ხონის მუნიციპალიტეტში ფონდი - „სოხუმი“) - ფარგლებში შემფასებელმა შემაჯამებელი გამოკითხვა ჩაატარა.
სხდომას საბჭოს წევრები, მათ შორის, ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე და საკრებულოს თავმჯდომარე ვალერი ბახტაძე ესწრებოდნენ.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ხონის მუნიციპალიტეტში შეიქმნა 2017-2018 წლების სოციალური განვითარების სტრატეგიული დოკუმენტი და განხორციელდა 4 მნიშვნელოვანი პროექტის (სოციალური სამრეცხაო სათნოების სახლის ბაზაზე, საბავშვო ბაღების ინვენტარით აღჭურვა, ჰელმინთების წინააღმდეგ კამპანია და ბაგა ჯგუფის გახსნა # 2 საბავშვო ბაღში ) თანადაფინანსება.
ჩატარდა ტრენინგები, როგორც არასამთავრობო სექტორის, ისე ადგილობრივი საჯარო მოხელეთა გადამზადების მიზნით, განხორციელდა საჭიროებათა კვლევები.
ინფორმაციას ხონის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.