მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად შალვა თადუმაძე დაინიშნა
12-04-2018, 11:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას შალვა თადუმაძე უხელმძღვანელებს. თადუმაძე პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ადმინისტრაციის ხელმძღვანელად მთავრობის დღევანდელ სხდომაზე წარადგინა.

 

 

„შალვა თადუმაძეს ყველა კარგად იცნობთ. იგი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ასრულებდა მთავრობის საპარლამენტო მდივნის მოვალეობას, რასაც ძალიან კარგად უძღვებოდა. მოგეხსენებათ, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ მთავრობიდან პარლამენტში წავიდეს ხარისხიანი დოკუმენტები, რათა აბსოლუტურად სწორად მოხდეს ჩვენი ინიციატივების იურიდიული ფორმირება. აბსოლუტურად ყველას აზრია, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, შალვამ ძალიან კარგად გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობას, გამოიჩინა მაღალი პროფესიონალიზმი, იყო და დღესაც არის მთავრობის ძალიან საიმედო დასაყრდენი. იგი გამოირჩევა საქმისადმი ერთგული დამოკიდებულებით და ძალიან მაღალი წესიერებით, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოზიცია დაიკავოს. მინდა, შალვას ვუსურვო წარმატებები. მე ამ წარმატებაში დარწმუნებული ვარ და მჯერა, ამ ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობას ის ძალიან წარმატებით გაართმევს თავს. ბატონო შალვა, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ახალ პოსტზე. გილოცავთ“, განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

 

 

შალვა თადუმაძე მთავრობის საპარლამენტო მდივნის თანამდებობას 2012 წლიდან იკავებდა.

 

 

თადუმაძემ მაია ცქიტიშვილი ჩაანაცვლა, რომელიც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრად დაინიშნა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი