ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ სულხან ოქროპირიძემ, გამგებელმა სულხან ევგენიძემ, საკრებულოს დეპუტატებმა და მუნიციპალიტეტის სამსახურების წარმომადგენლებმა ქობულეთში ჯავახიშვილის უბანში წყლისა და კანალიზაციის სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.
კეთილმოწყობითი სამუშაოებისათვის ბიუჯეტიდან 735 998 ლარია გამოყოფილი და მას ტენდერში გამარჯვებული კომპანია „წყალკანალ რემშენი" აწარმოებს. სამუშაოების დასრულების შემდეგ დაიწყება ქუჩის რეაბილიტაცია და პროცესი მიმდინარე წლის შემოდგომაზე დასრულდება.

ქალაქის ქუჩების ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის მიზნით გასულ წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდა საავადმყოფოს უბანს და კომახიძის ქუჩაზე ახალი საკანალიზაციო სისტემა მოეწყო, რისთვისაც ბიუჯეტიდან 2 770 00 ლარზე მეტი დაიხარჯა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.