წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიაში, ქალაქ წყალტუბოში, შანიძის ქუჩა №1-ში მდებარე, საკრებულოს ყოფილი შენობის პირობებით, ელექტრონული აუქციონის ფორმით პრივატიზების საკითხის საჯარო განხილვა მოეწყო.
ადგილობრივი თვითმმართველობის პირველმა პირებმა და წარმომადგენლებმა იმსჯელეს აუქციონის გამოცხადების ვადებსა და პირობებზე. აღინიშნა, რომ აუქციონში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 30 თვის ვადაში საპრივატიზაციო პირობების შესრულების მიზნით, უნდა განხორციელდეს არანაკლებ მილიონნახევარი ლარის ინვესტიცია.
ყოფილი საკრებულოს შენობის პირობებით, ელექტრონული აუქციონის ფორმით პრივატიზების საკითხი საჯარო განხილვაზე წარმოადგინა მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსმა მარეხ კანკაძემ, რომლის განმარტებით აუქციონი უახლოეს დღეებში გამოცხადდება.
ინფორმაციას წყალტუბოს მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.