„ევროპული საქართველო“ რუსული პროპაგანდის გავრცელების წინააღმდეგ საკანონმდებლო პაკეტის მომზადების ინიციატივით გამოდის
12-04-2018, 15:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ევროპული საქართველო“ რუსული პროპაგანდის გავრცელების წინააღმდეგ საკანონმდებლო პაკეტის მომზადების ინიციატივით გამოდის და პოლიტიკურ პარტიებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს კანონპროექტის მომზადების პროცესში ჩართვას სთავაზობს. ამის შესახებ განცხადება, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, სერგი კაპანაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

 

 

„ქვეყანაში საკმაოდ გააქტიურებულია რუსეთის ფედერაციის მხრიდან რუსული პროპაგანდა და რუსული „რბილი ძალა“. ეს გამოიხატება არა მხოლოდ იმაში, რომ გამოჩნდნენ პარტიები, რომლებიც პირდაპირ ქადაგებენ პრორუსულ გზავნილებს, არამედ არიან რუსული იდეების გამტარებელი არასამთავრობო ორგანიზაციები, ფონდები. ეს გააქტიურება განსაკუთრებით შეიმჩნევა ბოლო რამდენიმე თვეში.



ვიწყებთ პროცესს და იმედს გამოვთქვავთ, რომ საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე პარლამენტს შევთავაზებთ და მივიღებთ საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც ორიენტირებული იქნება იმაზე, რომ საქართველო, კანონმდებლობის გზით, რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ წავიდეს“, განაცხადა სერგი კაპანაძემ, როგორც ამას პარლამენტის პრესსამსახური იტყობინება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი