პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე „ფრიდომ ჰაუსის“ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში სასამართლოს დამოუკიდებლობის ნაწილში დაფიქსირებულ რეიტინგს „ღიმილისმომგვრელად“ აფასებს.
ირაკლი კობახიძის თქმით, 2012 წლამდე არსებული მოცემულობა იყო იუსტიციის სამინისტროს მხრიდან სასამართლო ხელისუფლების სრული კონტროლი, ხოლო 2012 წლის შემდეგ, სასამართლო აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლისგან გათავისუფლდა და ადამიანთა დევნის ინსტრუმენტად აღარ გამოიყენება.
„იგივე შეიძლება ითქვას სასამართლოს დამოუკიდებლობაზე, სადაც ანგარიშის თანახმად, ქვეყნის რეიტინგი სულაც 25 მეასედით არის გაუარესებული 2011 წელთან შედარებით. 2012 წლამდე არსებული მოცემულობა იყო სასამართლო ხელისუფლების სრული კონტროლი იუსტიციის სამინისტროს მხრიდან. ამის შედეგი იყო უკანონო სისხლისსამართლებრივი განაჩენები ათასობით ადამიანის წინააღმდეგ, სასამართლო წარმატებით გამოიყენებოდა ბიზნესმენებისა და სხვა პირთა რეკეტის ინსტრუმენტად, აგრეთვე პოლიტიკური დევნის მექანიზმად. სასამართლო ეფექტიანად აღასრულებდა ე.წ. ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკას, რის შედეგადაც ციხის პოპულაციამ საქართველოში 24500 მიაღწია. 2012 წლის შემდეგ, სასამართლო განთავისუფლდა აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლიდან. რადიკალურად გაიზარდა გამამართლებელი განაჩენებისა და ხელისუფლების მიერ წაგებული ადმინისტრაციული საქმეების რაოდენობა, სასამართლო აღარ გამოიყენება ადამიანების დევნისა და მათი უფლებების უხეში შელახვის ინსტრუმენტად. გატარდა უმნიშვნელოვანესი საკანონმდებლო ცვლილებები სასამართლოს დამოუკიდებლობის განსამტკიცებლად. ამ ფონზე, კვლევაში დაფიქსირებული რეიტინგი სასამართლოს დამოუკიდებლობის ნაწილში, რბილად რომ ვთქვათ, ღიმილისმომგვრელია“, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისივე განცხადებით, გაკვირვებას იწვევს უცვლელი რეიტინგი სამოქალაქო საზოგადოების ნაწილში.
„ასევე, გაკვირვებას იწვევს, უცვლელი რეიტინგი სამოქალაქო საზოგადოების ნაწილში. თუ 2012 წლამდე, სამოქალაქო საზოგადოება იყო მეტწილად ლოიალური ხელისუფლების მიმართ, 2012 წლის შემდეგ მისი დამოკიდებულება ოპოზიციურისკენ შეიცვალა, რაც დადებითად უნდა ასახულიყო შესაბამის რეიტინგზე. თუმცა, კვლევის ავტორებმა ამ შემთხვევაშიც ტენდენციურობა გამოავლინეს“, განაცხადა კობახიძემ, როგორც ამას პარლამენტის პრესსამსახური იუწყება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.