შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ბორჯომში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული პოლიციელის - გიორგი ბერუაშვილის სახელობის ქუჩა, სკვერი და მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი გახსნა. ვახტანგ გომელაურმა სკვერისა და მემორიალის გახსნაზე დაღუპული პოლიციელის ოჯახის წევრებს თბილისში მდებარე საცხოვრებელი ბინის გასაღები პირადად გადასცა.
მემორიალის გახსნას გიორგი ბერუაშვილის მეწყვილე - სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაჭრილი, ბორჯომის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი გიორგი მახარაშვილი ესწრებოდა. ღონისძიების შემდეგ მინისტრმა დაღუპული პოლიციელის ოჯახის წევრებთან ერთად გიორგი ბერუაშვილის საფლავი მოინახულა.
დაღუპული პოლიციელის სახელი ბორჯომში იმ ქუჩას ეწოდა, სადაც იგი ცხოვრობდა, ხოლო მისი სახელობის სკვერი იმ ადგილზე მოეწყო, სადაც გიორგი ბერუაშვილს შალვა აბულაძემ 2015 წლის 23 იანვარს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ესროლა და სასიკვდილოდ დაჭრა. გიორგი ბერუაშვილი შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ბორჯომის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად მუშაობდა. აღნიშნულ სკვერში გაკეთდა მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი.
გიორგი ბერუაშვილის გარდაცვალების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მისი მეუღლე ნატალია ხუციშვილი ბორჯომის რაიონულ სამმართველოში დაასაქმა. შინაგან საქმეთა სამინისტრო დაღუპული პოლიციელის ოჯახზე მომავალშიც იზრუნებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.