საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონი საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამისთვის (GDRP-T) წინამოსამზადებელ სწავლებას გადის.
ქვედანაყოფმა 9-კვირიანი ინდივიდუალური დონის მომზადება სიმონეთის საველე ბანაკში უკვე დაასრულა, რომელიც ტოპოგრაფიას, პირველადი დახმარების აღმოჩენას, გადაადგილების მეთოდებსა და გადაადგილების დროს ხელის ნიშნებს, საცეცხლე მომზადებას, კავშირგაბმულობასა და ნავიგაციას მოიცავდა. ინდივიდუალური მომზადების პარალელურად სამხედროებმა ათეულის მეთაურის გადამზადება იმ საბრძოლო ვარჯიშებში გაიარეს, რომლის მიხედვითაც შემდგომში თავინთ ათეულებს გადაამზადებენ და საბოლოოდ ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) შეფასდებიან.
ამჟამად, 32-ე ბატალიონი სიმონეთის საველე ბანაკში მცირე ქვედანაყოფების მომზადებას საბრძოლო ვარჯიშებში გადის. მისი დასრულების შემდეგ წვრთნები ამოცანაზე ორიენტირებული სწავლებით გაგრძელდება.
ათეულისა და ოცეულის ფაზების დასრულების შემდეგ ქვედანაყოფი ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ცენტრში (JTEC) შეფასდება და სექტემბრიდან უშუალოდ საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამით დაიწყებს მომზადებას.
ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.