პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს ახლო აღმოსავლეთსა და ცენტრალურ აზიაში ჯიჰად აზურს შეხვდა.
აღნიშნული შეხვედრა ჩინეთის დედაქალაქ პეკინში მიმდინარე საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და ჩინეთის სახალხო ბანკის მაღალი დონის კონფერენციის ფარგლებში შედგა.
შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე და გიორგი ჩერქეზიშვილი, აგრეთვე საქართველოს ელჩი ჩინეთში დავით აფციაური.
შეხვედრაზე განხილული იყო საქართველოს თანამშრომლობა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და პროგრამის მიმდინარეობა, რომელიც ეფუძნება საქართველოს მთავრობის რეფორმების გეგმას. აღინიშნა მნიშვნელოვანი შედეგები, რომლებიც მიღწეული იქნა ეკონომიკური რეფორმებიდან გამომდინარე. ასევე ყურადღება გამახვილდა სამომავლო თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებზე.
როგორც შეხვედრის შემდეგ პირველმა ვიცე-პრემიერმა განაცხადა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ვლაპარაკობთ ქვეყნის ძირითადი ინფრასტრუქტურის განვითარებაზე.
„სწორედ სავალუტო ფონდთან დაწყებული პროგრამის მეშვეობით, ჩვენ მოვიპოვეთ და დავიბრუნეთ ის ნდობა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ქვეყანაში ესოდენ დიდი ინვესტიციების განხორციელებისათვის. 2017 – 2020 წლებში ჩვენ ქვეყანაში 3,5 მლრდ დოლარით მეტი ინვესტიცია უნდა ჩაიდოს მხოლოდ ძირითად ინფრასტრუქტურაში და ეს ინვესტიციები მოზიდული უნდა იყოს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან. დღეს ჩვენ ყველა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი გვაქვს დაკონტრაქტებული“, აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
თავის მხრივ, შეხვედრის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ახლო აღმოსავლეთსა და ცენტრალურ აზიაში ჯიჰად აზურმა.
„საინტერესო შეხვედრა იყო, რომელზეც განვიხილეთ რეფორმების პროგრამა, რასაც საქართველო ახორციელებს. ასევე მოვისმინე სხვადასხვა ინიციატივები, რომელიც ხორციელდება ქვეყნებსა და რეგიონს შორის თანამშრომლობის გაზრდის კუთხით. მოხარული ვარ იმის შეტყობით, რომ საქართველოს პროგრესი აქვს ბევრი სხვადასხვა მიმართულებით როგორც სავაჭრო, ასევე ინვესტიციების მხრივ“, განაცხადა ჯიჰად აზურმა.
ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.