ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკის მხარდაჭერა დაადასტურა
13-04-2018, 11:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა ეუთო-ს გენერალურ მდივანს, თომას გრემინგერს შეხვდა.

 

 

საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილულ იქნა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის საქართველოს პოლიტიკა კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მიმართულებით და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობა.

 

 

„მინისტრის მოადგილემ ეუთო-ს გენერალურ მდივანს მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული რთული ვითარების შესახებ და დაგმო საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებისა და სიცოცხლის ხელყოფის ფაქტები. ამ კონტექსტში მან ხაზი გაუსვა ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის, აგრეთვე ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა საერთაშორისო მონიტორებისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შეუზღუდავი წვდომის აუცილებლობას. 




დავით დონდუამ ხაზი გაუსვა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის ეუთო-ს ფარგლებში აქტიურად განხილვის საჭიროებას. აქცენტი გააკეთა საერთაშორისო დღის წესრიგში იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უფლებების, მათ შორის, უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების საკითხის გააქტიურების აუცილებლობაზე. მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევის მნიშვნელობაზე, რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით.




ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა დაადასტურა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკის მხარდაჭერა და აღნიშნა, რომ ეუთო გააგრძელებს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში აქტიურ ჩართულობას.




საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვენას სამუშაო ვიზიტით 11-12 აპრილს ეწვია. იტალიის თავმჯდომარეობის მოწვევით, მინისტრის მოადგილემ სიტყვით მიმართა ეუთო-ს მუდმივ საბჭოს", ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი