ირაკლი კობახიძე: პარლამენტის გაძლიერება ნიშნავს ქართული დემოკრატიის გაძლიერებას
13-04-2018, 13:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„პარლამენტის გაძლიერება ნიშნავს ქართული დემოკრატიის გაძლიერებას და ამ მიმართულებით ჩვენ ძალიან აქტიურად ვითანამშრომლებთ როგორც ევროკავშირთან, ასევე, ყველა სხვა პარტნიორთან, რომელიც დაინტერესებულია საქართველოში დემოკრატიული პროცესების სათანადოდ წარმართვით“, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის პროექტის - „უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერება“ - ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას.

 

 

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, პარლამენტი საჭიროებს თვისობრივ პოლიტიკურ და ინსტიტუციურ გაძლიერებას და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია, პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციების განვითარება და გაძლიერება, მათ შორის, განსაკუთრებით, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში.

 

 

„ჩვენ გვაქვს ორი ძირითადი ფუნქცია. ეს არის კანონშემოქმედება და ზედამხედველობა, კონტროლი და ჩვენ გვჭირდება თვისობრივი გაძლიერება როგორც ერთი, ისე მეორე მიმართულებით. ამისათვის იგეგმება კონკრეტული ნაბიჯები, კონკრეტული გეგმები აქვს საქართველოს პარლამენტს, კანონშემოქმედებითი ფუნქციების განსავითარებლად და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია ჩვენი საზედამხედველო ფუნქციების განვითარება.

 

 

ჩვენ მივიღეთ ახალი რედაქცია საქართველოს კონსტიტუციის, რომლითაც გაძლიერდა შესაბამისი მექანიზმები. პარლამენტს ახლა უკეთესი რესურსები აქვს იმისათვის, რომ განახორციელოს ზედამხედველობა აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობაზე. შესაბამისად, ჩვენ სათანადოდ უნდა გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მიმდინარეობს მუშაობა პარლამენტის რეგლამენტზე, რომლითაც უნდა დაკონკრეტდეს ჩვენი საზედამხედველო ფუნქციები და შესაბამისი კონკრეტული ინსტრუმენტები. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ამ მიმართულებით საერთაშორისო პარტნიორებისა და სამოქალაქო საზოგადოების თანადგომა განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონეა.

 

 

„ამ ყველაფერში ჩვენ გვჭირდება, რა თქმა უნდა, ძალიან მყარი თანადგომა. თანადგომა განსაკუთრებით ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. თანადგომა, ასევე, სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან და კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ეს პროექტი, რომელსაც ჩვენ ვიწყებთ დღეს ოფიციალურად, არის ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი, რომელიც იქნება შეტანილი ამ პროცესში“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, პარლამენტი არის დღევანდელ კონსტიტუციურ სისტემაში, ცენტრალური რგოლი და შესაბამისად, პარლამენტის ქმედითობაზე დიდწილადაა დამოკიდებული ის, თუ რამდენად ქმედითი იქნება, ზოგადად, დემოკრატიული სისტემა საქართველოში.

 

 

ირაკლი კობახიძემ ევროკავშირს და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს მყარი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

 

 

„მადლობას ვუხდი ჩვენს პარტნიორებს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის. მინდა იმთავითვე მადლობა გადავუხადო ევროკავშირს და კონკრეტულად ევროკავშირის დელეგაციას და კონკრეტულად ბატონ ჰერმანს ძალიან მყარი მხარდაჭერისთვის, რომელსაც ისინი აღმოუჩენენ საქართველოს და კონკრეტულად, საქართველოს პარლამენტს. ეს მხარდაჭერა და თანადგომა არის ნამდვილად ფასდაუდებელი ჩვენთვის. ეს მხარდაჭერა არის გამოხატული, მათ შორის კონკრეტულ აქტივობებში, კონკრეტულ პროექტებში და მე მინდა აღვნიშნო, რომ ევროკავშირის პროექტები არის ყოველთვის განსაკუთრებულად შედეგზე ორიენტირებული, რისთვისაც მე მინდა კიდევ ერთხელ ევროკავშირს და ევროკავშირის დელეგაციას უღრმესი მადლობა გადავუხადო“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა.

 

 

მნიშვნელოვანი პროექტის მხარდაჭერისთვის ევროკავშირს მადლობა გადაუხადა ირაკლი სესიაშვილმა.

 

 

„საპარლამენტო კონტროლი, როგორც დემოკრატიული მმართველობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფორმა ჩვენი ქვეყნისთვის არ არის მხოლოდ სტანდარტის გამოყენება. ეს არის ძალიან სწორი და ბუნებრივი პროცესი, რასაც მნიშვნელოვანი ზეგავლენა აქვს ქვეყნის მმართველობაზე. საპარლამენტო კონტროლი არ არის ვინმეს ინსპექტირება. ეს არის ურთიერთსასარგებლო პროცესი, რომელიც ეფუძნება გამჭვირვალობას, ღიაობას და ურთიერთსასარგებლო მოქმედებას“, განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

 

 

მისი განცხადებით, აღნიშნული პროექტი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება იმ პროცესში, რაც საქართველოს პარლამენტმა წამოიწყო და იქნება გარანტი, რომ პროცესი სასურველ შედეგამდე ეფექტურად მივიდეს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი