საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, „ქართულ ოცნებას" საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით გადაწყვეილება ჯერ არ მიუღია.
როგორც მათიკაშვილმა მედიის წარმომადგენლებს განუცხადა, „ქართული ოცნების“ კანდიდატს სხვა კანდიდატი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კონკურენციას ვერ გაუწევს.
„ოპოზიციას ერთიანი კანდიდატის მოძებნა ცოტა გაუჭირდება, მაგრამ თუ მაინც მოძებნიან, ვინც არ უნდა იყოს ის, აუცილებლად წააგებს ბრძოლას „ქართული ოცნების" კანდიდატთან. სხვა კანდიდატი ვერ იქნება ტოლი და სწორი „ქართული ოცნების“ კანდიდატის",განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.