გარდაბანში აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიებები გაიმართა. ღონისძიებას მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ტარიელ ჯანხოთელი, მერი რამაზ ბუდაღაშვილი, თვითმმართველობის თანამდებობის პირები და მოწვეული სტუმრები - ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის მოადგილეები ალექსანდრე მეტრეველი და ზაურ დარგალი, ქალაქ რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა და საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი ესწრებოდნენ.
ღონისძიების ფარგლებში, ქალაქ გარდაბნის თბილსრესის მოედანზე გაიმართა კონცერტი, რომელზეც ქართველმა მომღერლებმა თაკო გაჩეჩილაძემ, გიორგი სუხიტაშვილმა, გია ნიკოლაძემ, სალომე ბაკურაძემ და ჯგუფმა „ჩვენებურებმა’’ იმღერეს.
მოეწყო ა(ა)იპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის ივანე ჯავახიშვილის სახელობის გარდაბნის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის სამუზეუმო ექსპონატების გამოფენა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის შემეცნებით-საგანმანათლებლო პროექტის - „საგანძურის’’ ფოტოგამოფენა. დამთვალიერებელს საშუალება ჰქონდა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული უნიკალური ქართული საგანძური ფოტო სტენდების საშუალებით დაეთვალიერებინა.
ღონისძიება გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.
ინფორმაციას გარდაბნის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.