რუსეთი შვეიცარიის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექციიდან ერთი თანამშრომლის გაწვევას ითხოვს
13-04-2018, 17:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო შვეიცარიის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექციის ერთი თანამშრომლის რუსეთიდან გაწვევას ითხოვს.

 

 

საზოგადოებრივი მაუწყებელი საქართველოს საგარეო უწყებაზე დაყრდნობით იუწყება, რომ რუსეთს ფედერაციის საგარეო უწყების შესაბამისი ნოტა შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს გავლით მიიღეს.

 

 

ნოტაში აღნიშნულია, რომ „ეს წარმოადგენს რუსეთის მხარის საპასუხო ქმედებას საქართველოს 29 მარტის ანალოგიურ მოთხოვნაზე”.

 

 

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს გავლით მიიღო რუსეთის ფედერაციის საგარეო უწყების ნოტა, რომლის შესაბამისად, რუსული მხარე საქართველოსგან მოითხოვს მოსკოვში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოში საქართველოს ინტერესების სექციის ერთი თანამშრომლის რუსეთიდან გაწვევას. ნოტაში აღნიშნულია, რომ ეს წარმოადგენს რუსეთის მხარის საპასუხო ქმედებას საქართველოს 29 მარტის ანალოგიურ მოთხოვნაზე”, აცხადებენ საქართველოს საგარეო უწყებაში.

 


საქართველომ შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომელი ქვეყნიდან გააძევა. 

 

 

„საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტს, რამაც გამოიწვია სამი ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და სერიოზული საფრთხე შეუქმნა სხვა ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. აღნიშნული წარმოადგენს სერიოზულ გამოწვევას საერთო უსაფრთხოებისთვის.

 

 

სამინისტრო გამოხატავს სოლიდარობას გაერთიანებული სამეფოსადმი, იზიარებს გაერთიანებული სამეფოსა და საერთაშორისო საზოგადოების პოზიციას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და შესაბამისად, მიუღებელ პიროვნებად აცხადებს საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომელს და მოითხოვს მის მიერ საქართველოს დატოვებას 7 დღის ვადაში", განმარტავდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

 

 

რუსეთის ფედერაციასა და დიდ ბრიტანეთს შორის ურთიერთობები მკვეთრად გაუარესდა მას შემდეგ, რაც 4 მარტს ინგლისის ქალაქ სოლსბერიში ბრიტანეთის მოქალაქეზე, ყოფილ რუს ჯაშუშ სერგეი სკრიპალსა და მის 33 წლის ქალიშვილ იულიაზე ქიმიური თავდასხმა განხორციელდა, რაშიც ბრიტანულმა მხარემ ბრალი რუსეთს დასდო და შედეგად ქვეყნიდან 23 რუსი დიპლომატი გააძევა.

 


ბრიტანეთის შემდეგ კი, თითქმის 30-მა ქვეყანამ, მათ შორის შეერთებულმა შტატებმა, და ასევე ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა, საერთო ჯამში 150-ზე მეტი რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კი ყველაზე მეტი, 60 რუსი დიპლომატი გააძევა.

 


რუსეთი კატეგორიულად უარყოფს მის რაიმე ფორმით ჩართულობას სკრიპალის მოწამვლაში და დიდ ბრიტანეთს ახსენებს, რომ სოლსბერის სიახლოვეს ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ქიმიური ლაბორატორია მდებარეობს, თუმცა ფაქტია, რომ სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იმ ქიმიური ნივთიერებით, ე.წ. ნოვიჩოკით არიან მოწამლულები, რომელიც მხოლოდ რუსეთში იწარმოება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი