გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოში საკრებულოს მორიგი სხდომა ჩატარდა. საკრებულოს თავმჯდომარემ, ტარიელ ჯანხოთელმა წარმომადგენლობითი ორგანოს სხვა წევრებთან ერთად, დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი 29 საკითხი განიხილა:
„გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №76 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ;
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება;
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ;
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და მუნიციპალური ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ;
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ;
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ;
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ;
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ;
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ;
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ;
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და საჯარო მოსამსახურეთ თანამდებობების რანგირების, თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ;
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირების, საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოებისა და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ;
საკრებულოს წევრებისათვის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ;
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული12 (თორმეტი) ერთეული მსუბუქი ავტომობილის (ჩამოწერილი ჯართი) საპრივატიზებო ნუსხაში ჩასმის, და განმეორებით ელექტრონული აუქციონის გამოცხადების, საწყისი (საპრივატიზებო საფასურისა) საპრივატიზაციო თანხისა და უპირობო გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბე-ს, ბიჯის ოდენობის განსაზღვრის შესახებ;
ხის მოჭრასა და ტრანსპორტირებაზე ნებართვის გაცემის შესახებ ( 3 საკითხი);
საზოგადოებრივი სივრცის გამოყენებაზე თანხმობის მიცემის შესახებ. ( 8 საკითხი );
გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმატებული სპორტსმენის გიორგი ნებუნიშვილისა და მწვრთნელის თორნიკე ხიდეშელის დაჯილდოების შესახებ “ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 6 მარტის N40 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
სს „ენერგო-პრო ჯორჯია“–სთვის, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფ/პ გიორგი ტოტიკაშვილის კუთვნილი ობიექტის (ს/კ N81.11.02.430) გარე ელექტრომომარაგების მიზნით, ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობისათვის საზოგადოებრივი სივრცის გამოყენებაზე, თანხმობის მიცემის შესახებ” გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 მარტის N59 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების 2017 წლის საქმიანობის შესაფასებლად დამოუკიდებელი აუდიტორის მოწვევის შესახებ
საკითხების განხილვის შემდეგ, სხდომის თავმჯდომარემ სხდომა დახურულად გამოაცხადა. აღნიშნული საკითხები საკრებულოს სხდომაზე განხილვამდე ბიუროსა და შესაბამის კომისიებში განიხილეს.
ინფორმაციას გარდაბნის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.