„მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მოვახერხებთ საერთო შეთანხმების საფუძველზე კანონის მიღებას, რომელიც საქართველოში სამუდამოდ ძალიან კარგად და სწორად მოაწესრიგებს დისციპლინური სამართალწარმოების საკითხებს. დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი შეთანხმება აუცილებლად შედგება“, აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე დისციპლინური სამართალწარმოებისა და სასამართლოთა გადატვირთულობის საკითხები იყო განხილული, ხოლო შემდეგი შეხვედრისთვის, კი უკვე აღნიშნულ საკითხებზე კონკრეტული კანონპროექტები იქნება წარმოდგენილი.
„დღეს განვიხილეთ ორი საკითხი, რომელიც შეეხებოდა დისციპლინურ სამართალწარმოებას და სასამართლოთა გადატვირთულობას.
როგორც მოგეხსენებათ, საკმაოდ დიდი ხანია გრძელდება დისკუსია დისციპლინურ სამართალწარმოებასთან დაკავშირებით, და ვფიქრობთ, რომ ჩვენ ძალიან წინ წავიწიეთ ახლა, ამ ორი შეხვედრის საფუძველზე. შემდეგი შეხვედრისთვის უკვე იქნება წარმოდგენილი კონკრეტული კანონპროექტი, რომელიც ასახავს სხვადასხვა მხარის მიერ წარმოდგენილ ინიციატივებს და წინადადებებს“, განაცხადა კობახიძემ, როგორც ამას პარლამენტის პრესსამსახური იტყობინება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.