დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბორის ჯონსონი ბრიტანეთისა და მოკავშირეების მიერ სირიაზე განხორციელებულ იერიშს მიესალმება.
„მსოფლიო ერთიანია ქიმიური იარაღის გამოყენების წინააღმდეგ და განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ბავშვებს ეხებათ“, დაწერა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა „თვითერში“.
სირიაზე განხორციელებულ იერიშს გამოეხმაურნენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროშიც.
სირიელ ხალხზე ჯერ „არაბული გაზაფხული” გამოსცადეს, შემდეგ „ისლამური სახელმწიფო”, ახლა კი, ამერიკული „ჭკვიანი რაკეტები”, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა.
შეერთებულმა შტატებმა, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა სირიაზე დარტყმა განახორციელეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.