დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ტერეზა მეი აცხადებს, რომ დასავლეთი სირიაში პრობლემების სხვა გზით მოგვარებას ცდილობდა, თუმცა, გაერო-ს უშიშროების საბჭოში რუსეთის პოზიციის გამო, დასავლეთის ქვეყნებს მოქმედების ალტერნატიული სცენარი აღარ დარჩათ.
„ჩვენ ვცდილობდით, გამოგვეყენებინა ყველა შესაძლებლობა, დიპლომატიური არხები, თუმცა ჩვენი ძალისხმევა მუდმივად კრახით სრულდებოდა. იგივე მოხდა მიმდინარე კვირაშიც. რუსეთმა უშიშროების საბჭოში რეზოლუციას ვეტო დადო. ერთადერთი ალტერნატივა რაც დაგვრჩა, ძალის გამოყენება იყო“, განაცხადა ტერეზა მეიმ.
აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის სამხედრო ძალებმა სირიაში სამიზნეებზე ავიადარტყმები განახორციელეს.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დღეს განაცხადა, რომ ქალაქ დუმაში ქიმიური იარაღით სავარაუდო თავდასხმის საპასუხოდ, სირიაზე სარაკეტო დარტყმების განხორციელების ბრძანება გასცა.
„აფეთქებები დამასკოში, ასევე ჰომსის მახლობლად მდებარე ორ ადგილას მოხდა", წერს BBC პენტაგონზე დაყრდნობით.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.