საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ „თვითერით" განცხადება გაავრცელა და აშშ-ისა და მისი მოკავშირეების მიერ სირიაზე განხორციელებულ სარაკეტო დარტყმებს „სათანადო და საჭირო” უწოდა.
„აშშ-ის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის სარაკეტო დარტყმები სირიაში ქიმიური იარაღის საშუალებებზე, არის სათანადო და საჭირო პასუხი სირიაში მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ განხორციელებულ ქიმიურ თავდასხმაზე. ქიმიური იარაღის გამოყენება დაუშვებელია და დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ“, ნათქვამია ჯანელიძის განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.