პარტია "თავისუფალი საქართველოს" ლიდერმა კახა კუკავამ, დღეს, "რეპორტიორის" მედიაკლუბში ვიდეოკადრების საშუალებით კოალიცია "ქართული ოცნების" წარმომადგენლების - ირაკლი ალასანიას, ირაკლი მელაძის, ზურა აბაშიძის, ვახტანგ ხმალაძის, დავით ბერძენიშვილის ის საარჩევნო დანაპირებები წარმოადგინა, რომელიც ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში საარჩევნო ბარიერად 50%-ს ითვალისწინებდა.
კუკავას შეფასებით, კადრებში მოყვანილია "ქართველი ყვარყვარეების" განცხადებები.
"ისინი, ორი წლის წინ რასაც ითხოვდნენ, ზუსტად იგივეს ეწინააღმეგებიან კატეგორიულად დღეს. ნაწილი მაინც რომ იყოს გაზიარებული მათ წინადადებებში, ჩვენ კომპრომისისთვის მზად ვიქნებოდით", - განაცხადა კახა კუკავამ.
კახა კუკავა მედიის წარმომადგენლებს თხოვნით მიმართავს:
"გთხოვთ თქვენ, ჟურნალისტებს - როცა "ქართული ოცნების" რომელიმე ლიდერი გეყოლებათ ეკრანზე, ტიტრებში ნუ მიაწერთ "ქართულ ოცნებას", არამედ მიაწერეთ - "ქართველი ყვარყვარე". ამ კადრებმა ცხადყო, რომ საქართველოს ხელისუფლებაში იმყოფება ყვარყვარეების თანამედროვე ნაირსახეობა, რაც სამარცხვინოა!"- განაცხადა კახა კუკავამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.