პროექტის „ჩვენი ჯარი“ ფარგლებში, სერჟანტმა გიორგი ხუბულურმა მარნეულის N6 საჯარო სკოლაში ლექცია წაიკითხა
14-04-2018, 19:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პროექტი „ჩვენი ჯარი“ გრძელდება. სერჟანტმა გიორგი ხუბულურმა ქართული ჯარის შესახებ ლექცია, ამჯერად, მარნეულის N6 საჯარო სკოლის მე-11 და მე-12 კლასების, ქართული და რუსული სექტორის 80 მოსწავლეს წაუკითხა.

 

 

სერჟანტმა მოსწავლეებს ნატო-საქართველოს ურთიერთობების, საქართველოს შეიარაღებული ძალების ისტორიის, თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმების, სავალდებულო და საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის, რეზერვისა და მობილიზაციის კონცეფციის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

 

 

პრეზენტაციის ფარგლებში ახალგაზრდებმა საქართველოს შეიარაღებული ძალების შესახებ მომზადებული ვიდეორგოლები იხილეს და ეროვნული გმირების ისტორიები მოისმინეს.

 

 

პროექტის მიზანს ახალგაზრდა თაობაში საქართველოს შეიარაღებული ძალების შესახებ ცნობიერების ამაღლება და პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავება წარმოადგენს.

 

 

მარნეულის მე-6 საჯარო სკოლის გარდა, პროექტი „ჩვენი ჯარი“ პარალალურ რეჟიმში ქვემო ქართლის რამდენიმე სკოლაში მიმდინარეობდა. პროექტი მთელი ქვეყნის მასშტაბით ეტაპობრივად ყველა საჯარო სკოლას მოიცავს.

 

 

მასშტაბური პროექტი - „ჩვენი ჯარი“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით დაიწყო.

 

 

ინფორმაციას თავდაცვის უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი