- დიახ, პატივცემულო „პროებო“, ტყუილად უგებთ ნიშანს ერთმანეთს, რადგან სირიაში არც ერთი არ ხართ „გამარჯვებულები“....
- პროდასავლელები იმიტომ, რომ წუხანდელი დაბომბვა „სახის შესანარჩუნებელ“ სპექტაკლს გავდა, რადგანაც ტრამპმა განაცხადა, რომ ეს „მხოლოდ ერთჯერადი აქტი“ იყო, რომელიც მიზნად არ ისახავდა ასადის რეჟიმის შეცვლას და აკი შეწყდა სამხედრო ოპერაცია, ისე რომ ასადი კვლავ სირიის პრეზიდენტია!
- პრორუსები იმიტომ, რომ ამ რამდენიმე თვის წინ პუტინის ვიზიტი სირიაში და მის მიერ „გამოცხადებული ისტორიული გამარჯვება“, რაც ასადის რეჟიმის უსაფრთხოების გარანტია უნდა ყოფილიყო და თითქოს ამით რუსეთმა „წითელი ხაზი გაავლო“, აღმოჩნდა ბლეფი, რადგანაც დასავლეთმა ყოველგვარი რევერანსების გარეშე დაარღვია სირიის საჰაერო სივრცე და დაბომბა იგი 103 ბალისტიკური რაკეტით და სავარაუდოდ ამას მომავალშიც გააკეთებს, როცა საჭიროდ ჩათვლის!
ასე რომ, ასადის სირიისთვის „რუსული გარანტიები“ საიმედო ვერცერთ შემთხვევაში ვერ იქნება!..
- დღეს, სირიაში დასავლეთსა და რუსეთს შორის პარიტეტია, 50/50 -ზე!..
P.S. სირიის არსებული მდგომარეობა, რა თქმა უნდა, რომ ირიბად მოქმედებს დასავლურ-რუსულ ურთიერთობებზე ყველა ორმხრივი "შეხების წერტილებში", მათ შორის საქართველოშიც, სადაც გართულების შემთხვევაში შესაძლოა იგივე განმეორდეს, რაც 2008 წელში!..
ამიტომ, ორივე „პროებს“ მოგიწოდებთ, რომ უწინარესად ქვეყნის უსაფრთხოებაზე იფიქროთ, ვიდრე საკუთარ პოლიტიკურ და „მატერიალურ“ ინტერესებზე!
საგინებლად და საწყევლად ნუ გაიხდით თავს!..
გახსოვდეთ, რომ აღარც ერთი დაჭირდებით ჩვენს ქვეყანას თუ იგი არსებობას შეწყვეტს...
ღმერთმა დაგვიფაროს!!!
ჯუმბერ კირვალიძე,
პოლიტოლოგი
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.