2018 წლის 23 მარტიდან 5 აპრილის ჩათვლით 500 კვ ეგხ „იმერეთზე“ სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობდა, რომელიც მოიცავდა იზოლატორების, გაცვეთილი სახაზო არმატურისა და განმბრჯენების შეცვლას, ასევე მარყუჟების რეკონსტრუქციის სამუშაოებს და ეგხ-ს მაღლივ დათვალიერებას. აღნიშნული სამუშაოები მიმდინარეობდა ზესტაფონისა და წალენჯიხის სს უბნებზე, ზესტაფონის, თერჯოლის, წყალტუბოს, ხონის, მარტვილის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში.
როგორც GUARDIAN.GE-ს „საქრუსენერგოდან“ აცნობეს, დაგეგმილი სამუშაოები სრული მოცულობით განხორციელდა. „საქრუსენერგოს“ ბრიგადების და კონტრაქტორი კომპანიის პერსონალის ძალებით სულ 170 შუალედურ ანძაზე საერთო ჯამში შეიცვალა 5200 კოროზირებული, დაჭუჭყიანებული და გატეხილი იზოლატორი, ასევე კუთხურ ანძებზე შეიცვალა გატეხილი იზოლატორები, სახაზო ელემენტები, დამონტაჟდა გამბრჯენები, შეკეთდა და შეიცვალა სადენები მარყუჟებში.
აღნიშნული სამუშაოების შესრულება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეგხ „იმერეთის“ ავარიული გამორთვების პრევენციისთვის, ასევე მოახლოებული წყალდიდობის სეზონისათვის მნიშვნელოვნად აამაღლებს გადამცემი ხაზის უსაფრთხოებას და საიმედოობას, რაც ხელს უწყობს საქართველოს ელექტროსისტემის მდგრადობას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.