ტრამპის ადმინისტრაცია სირიის სიტუაციის გამო რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას აპირებს
15-04-2018, 22:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ამერიკის შეერთებული შტატები სირიაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე მალე რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებაზე გააკეთებს განცხადებას, იტყობინება CBS News-ი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში აშშ-ის ელჩზე, ნიკი ჰეილიზე დაყრდნობით.

 


„თქვენ დაინახავთ, რომ რუსული სანქციები გაძლიერდება. მინისტრი მნუჩინი (აშშ-ის ფინანსთა მინისტრი) ამის შესახებ ორშაბათს გამოაცხადებს, თუ მას ეს ჯერ არ გაუკეთებია, და ეს სანქციები პირდაპირ იქნება დაწესებული იმ კომპანიებზე, რომლებიც ასადს ქიმიური იარაღისთვის მოწყობილობებსა და ტექნოლოგიებს აწვდის“, განაცხადა ჰეილიმ.

 

 

ამერიკელი დიპლომატის მიერ გაკეთებულ განცხადებამდე ცნობილი გახდა, რომ დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება ახლო მომავალში ქვეყანაში მყოფი რუსი ბიზნესმენების წინააღმდეგ ახალი ფინანსური ზომების მიღებას აპირებს, იტყობინება The Sunday Times-ი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის ოფისის წყაროზე დაყრდნობით.

 


ბრიტანულ გაზეთთან საუბრისას წყარომ განაცხადა, რომ სანქციები „დიდ ბრიტანეთში მცხოვრებ რუს ოლიგარქებს“ შეეხებათ.

 


თავად ტერეზა მეიმ გამოცემასთან საუბრისას განაცხადა, რომ ლონდონი გაერთიანებულ სამეფოში რუსი ბიზნესმენების და ჩინოვნიკების „არალეგალური ფინანსების“ საკითხის მოსაგვარებლად მოქმედების სხვადასხვა ვარიანტს განიხილავს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი