ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური საგამოძიებო ბიუროს (FBI) ყოფილმა დირექტორმა, ჯეიმს კომიმ განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი „მორალურად შეუფერებელია პრეზიდენტობისათვის“, ის არის კაცი, რომელიც ქალებს ისე ეპყრობა, როგორც „ხორცის ნაჭრებს“.
კომიმ პრეზიდენტ ტრამპის მიერ გასულ წელს მისი თანამდებობიდან დათხოვნის შემდეგ პირველი ვრცელი ინტერვიუ ამერიკულ ტელეარხ ABC-ის მისცა.
რამდენიმე საათით ადრე, ვიდრე ინტერვიუ გადაიცემოდა, პრეზიდენტმა ტრამპმა კომისადმი მორიგი შეურაცხმყოფელი განცხადება გააკეთა და FBI-ის ყოფილ დირექტორს „ბევრ ტყუილში“ დასდო ბრალი.
„მე არ ვფიქრობ, რომ იგი ჯანმრთელობის მხრივ არის შეუფერებელი პრეზიდენტობისათვის. მე ვფიქრობ, რომ იგი მორალურად არის შეუფერებელი პრეზიდენტობისთვის“, უთხრა კომიმ ABC-ის პროგრამა „20/20“-ს კვირა საღამოს.
ჩვენი პრეზიდენტი უნდა განასახიერებდეს პატივისაცემ ფიგურას და უნდა იყოს იმ ღირებულებების მიმდევარი, რაც ამ ქვეყნის უმთავრეს ნაწილს წარმოადგენს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უნდა იყოს სიმართლის მხარეს. პრეზიდენტს არ შეუძლია ამის გაკეთება“, აღნიშნა კომიმ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.