პრეზიდენტი ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის შეწყალებაზე: უაღრესად მძიმედ აღვიქვამთ იმ ფაქტს, რომ ასეთ დანაშაულში ბრალდებული ადამიანის მიმართ შეწყალების მოტივაცია გაგვიჩნდა
16-04-2018, 15:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტი მის მიერ 25 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულის, ვეფხია ბაქრაძის შეწყალების საკითხზე საზოგადოების შეკითხვებს ლეგიტიმურს უწოდებს.

 

 

როგორც რამდენიმე წუთის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, ძალადობრივ დანაშაულთან მიმართებაში შეწყალების აქტების გამოცემა დროებით შეწყდება.

 


მისი თქმით, „ჩვენ მაინც უაღრესად მძიმედ აღვიქვამთ როგორც ამ მოვლენას, ასევე იმ ფაქტს, რომ ასეთ დანაშაულში ბრალდებული ადამიანის მიმართ შეწყალების მოტივაცია გაგვიჩნდა".

 

 

„რამდენიმე დღეა საზოგადოება შეძრწუნებულია იმ საშინელი მკვლელობის გამო, რომელიც თბილისში მოხდა, ბარნოვის ქუჩაზე. ბუნებრივია, ჩვენთვისაც ძალიან მძიმე გადასატანი არის ყოველი ასეთი შემაძრწუნებელი ძალადობის ფაქტი. კიდევ უფრო მეტად მძიმე არის ეს მოვლენა იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვიცით, რომ ეჭვმიტანილი ამ დანაშაულში, იქნა შეწყალებული ჩვენს მიერ. საზოგადოებას გაუჩნდა კითხვები სრულიად ლეგიტიმურად....

 

 

2014 წლის აგვისტოში მსჯავრდებულმა ჩაიდინა ძალადობის აქტი თავისი მეუღლის მიმართ, თუმცა, მაშინ ეს ადამიანი არ იყო დაპატიმრებული და მხოლოდ ოთხთვენახევრის შემდეგ ჩადენილი ავარიის გამო იქნა დაპატიმრებული, შემდეგ ამ ორივე დანაშაულზე მას მიესაჯა სასჯელი. მან ერთხელ მიმართა შეწყალების კომისიას და მისი თხოვნა უარყოფილ იქნა. მეორე მიმართვის დროს, კომისიაში შესული იყო რამდენიმე მნიშვნელოვანი საბუთი, რომელთაგანაც პირველ რიგში, აღსანიშნავია სასჯელაღსრულების ცნობა, რომელიც ეფუძნება ფსიქოლოგის დადებით დასკვნას, სოციალური მუშაკის დადებით დასკვნას, სამართლებრივი რეჟიმის მთავარი ინსპექტორის დადებით დასკვნას, აგრეთვე სამედიცინო ცნობა, რომელშიც არ არის მითითებული მაგალითად რამე სულიერი აშლილობის თაობაზე. თან ერთვოდა საქმეს მსჯავრდებულის აღიარება და იმ ფაქტის აღწერა, რომ იგი ოთხი შვილის მამა იყო. თან ერთვოდა ამ თხოვნას ოჯახის გამოხატული სურვილი ბრალდებულის გათავისუფლების თაობაზე და ეს ერთადერთი დეტალია, რომელშიც ჩვენ მეტ კონკრეტიკას ვერ მოგაწოდებთ ამ ინფორმაციის პიროვნული ხასიათიდან გამომდინარე...

 

 

მაშინ კომისიამ მე მომმართა სწორედ ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით სრულად ამ ადამიანის გათავისუფლების თაობაზე. ჩვენ ეს დღეები სწორედ ამას ვუკვირდებოდით გამომდინარე იმ განსაკუთრებული სიმძაფრიდან, რომლითაც მე პირადად და კომისიაც ძალადობის შემთხვევებს განვიხილავთ.... კომისიამ მომმართა სრული გათავისუფლების თაობაზე, მე გავანახევრე მხოლოდ სასჯელი და მიუხედავად იმისა, მე რომ არ გამენახევრებინა სასჯელი და ის 6 თუ 7 თვე არ მომკლო, ბრალდებული უკვე კალენდარულად მოიხდიდა სასჯელს მიუხედავად იმისა, რომ მე თქვენ გაგაცანით ყველა შემადგენელი ამ გადაწყვეტილების, ჩვენ მაინც უაღრესად მძიმედ აღვიქვამთ როგორც ამ მოვლენას, ასევე იმ ფაქტს, რომ ასეთ დანაშაულში ბრალდებული ადამიანის მიმართ ჩვენ შეწყალების მოტივაცია გაგვიჩნდა", განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.

 

 

თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ბრალდებით, ვეფხია ბაქრაძე სამართალდამცავებმა 14 აპრილს დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, მან მიმდინარე წლის 13 აპრილს ვაკეში, ბარნოვის ქუჩაზე, ყოფილი მეუღლის შვილს, 1993 წელს დაბადებულ თ.გ.-ს სხეულზე დანით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. თ.გ. შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.

 


2015 წელს ბაქრაძე დამნაშავედ სცნეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა -117-ე და 276-ე მუხლებით, რაც ოჯახის წევრის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას და ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. ვ.ბ პრეზიდენტმა შეიწყალა, მას სასჯელი გაუნახევრდა და საპატიმრო დაწესებულება ვადაზე ადრე 2017 წლის 25 მაისს დატოვა.

 

კომენტარები: 1
#1  დიანა
      
რისთვის ზიხარ პრეზიდენტის სავარძელში? გასათბობად?!
ამიდენა თავი ტყუილად გაბია?
ასე ბრმად აწერ ყველაფერზე ხელს?
ვინც აიძულა ბიძინა ასე ხელჩაკიდებული ეტარებინე კარდაკარ შემოულაწუნე ბალღივით და ეთხოვა ხალხისთვის,რომ შენ აერჩიე პრეზიდენტათ,ქართველი ხალხის ცოდვა მიეწევა და მალე ჩაძაღლდება!

ციტატა: დიანა
რისთვის ზიხარ პრეზიდენტის სავარძელში? გასათბობად?!
ამოდენა თავი ტყუილად გაბია?
ასე ბრმად აწერ ყველაფერზე ხელს?
ვინც აიძულა ბიძინა ასე ხელჩაკიდებული ეტარებინე კარდაკარ შემოულაწუნე მუტრუკივით და ეთხოვა ხალხისთვის,რომ შენ აერჩიე პრეზიდენტათ,ქართველი ხალხის ცოდვა მიეწევა და მალე ჩაძაღლდება!
16 აპრილი 2018 07:08
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი