ეკა ბესელია პრეზიდენტის მიერ ვეფხია ბაქრაძის შეწყალებაზე: ასეთი პერსონალური გადაწყვეტილებები ძალიან ნათლად და მკაფიოდ უნდა იყოს დასაბუთებული
16-04-2018, 16:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია პრეზიდენტის მიერ ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის, ვეფხია ბაქრაძის შეწყალების საკითხს გამოეხმაურა.

 

 

მისი თქმით, ასეთი „პერსონალური გადაწყვეტილებები" ნათლად უნდა იყოს დასაბუთებული.

 

 

„ის, რომ ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიამ რამდენჯერმე უთხრა უარი, ეს არის, მე ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი იმისთვის, რომ გადაწყვეტილება ყოფილიყო სწორად მიღებული. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ასეთი პერსონალური გადაწყვეტილებები, ძალიან ნათლად და მკაფიოდ უნდა იყოს დასაბუთებული. და როდესაც არ არის, ამასაც უნდა შესაბამისი განმარტება და უნდა ძალიან მკაფიო პასუხი რატომ მოხდა ეს", განაცხადა ეკა ბესელიამ „რუსთავი 2"თან საუბრისას.

 


ვეფხია ბაქრაძე მკველობის ბრალდებით 14 აპრილს დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, მან მიმდინარე წლის 13 აპრილს ვაკეში, ბარნოვის ქუჩაზე, ყოფილი მეუღლის შვილს, 1993 წელს დაბადებულ თ.გ.-ს სხეულზე დანით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. თ.გ. შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.

 

 

2015 წელს ბაქრაძე დამნაშავედ სცნეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა -117-ე და 276-ე მუხლებით, რაც ოჯახის წევრის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას და ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. ვ.ბ პრეზიდენტმა შეიწყალა, მას სასჯელი გაუნახევრდა და საპატიმრო დაწესებულება ვადაზე ადრე 2017 წლის 25 მაისს დატოვა.

 


ბაქრაძის შეწყალების საკითხზე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა დღეს საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.

 

 

„უაღრესად მძიმედ აღვიქვამთ იმ ფაქტს, რომ ასეთ დანაშაულში ბრალდებული ადამიანის მიმართ შეწყალების მოტივაცია გაგვიჩნდა", აღნიშნა მარგველაშვილმა და დასძინა, რომ ძალადობრივ დანაშაულთან მიმართებაში შეწყალების აქტების გამოცემა დროებით შეწყდება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი