„გულს მისვენია ხატადა ენა მთისა და ბარისა!“ - ამ დევიზით გაიმართა 14 აპრილს ქ.ცაგერში მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები.
კონკურსები, რომლებშიც მონაწილეობდნენ მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებისა და წმ.ილია მართლის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეები, 5 ნომინაციაში გაიმართა: კალიგრაფია (მხედრული,) კალიგრაფია (მრგლოვანი), შემოქმედებითი წერა, თემატური ხატვა და „ვეფხისტყაოსნის“ მხატვრული კითხვა. საგანგებოდ შერჩეულმა ჟიურიმ ყველა ნომინაციაში გამოავლინა I, II და III ადგილის მფლობელი, გამარჯვებული მოსწავლეები. მათ დიპლომები და პრიზები ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ უგრეხელიძემ გადასცა. მერმა სიგელები გადასცა, აგრეთვე, იმ ნაშრომების ავტორ ბავშვებს, რომელთაც ჟიურის სიმპათია დაიმსახურეს და სკოლებს, რომელთაც მოსწავლეთა ხელთნაკეთი ნამუშევრები (ნაქარგები, ნახატები, თექა, მაკრამე...) წარმოადგინეს ამავე დღეს საგანგებოდ მოწყობილ გამოფენაზე.
ღონისძიების დასასრულს ცაგერის კულტურის ცენტრში დედაენის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო კონცერტი გაიმართა.
ინფორმაციას ცაგერის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.