წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გვიშტიბში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სარემონტო სამუშაოები წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა, პირველმა მოადგილემ ზურაბ მაისურაძემ და ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების“ მმართველმა, გიორგი იობიძემ დაათვალიერეს.
როგორც წყალტუბოს მერი აღნიშნავს, სოფელ გვიშტიბის ბაღში სამუშაოები ახლახან დაიწყო, და რეაბილიტაციასთან ერთად ფართის მოშენების სამუშაოები მიმდინარეობს.
„ბავშვთა ნაკადის ზრდასთან ერთად გაჩნდა მოთხოვნილება ფართის მომატების. ჩვენ გადავწყვიტეთ სარემონტო სამუშაოებთან ერთად დაგვეწყო მოშენების სამუშაოებიც, რისთვისაც „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბაღების გაერთისანებამ“ გამოყო თანხა - 105 000 ლარი“, განმარტა გრიგოლ იოსელიანმა.
წყალტუბოს ბაღების გაერთიანების მმართველის გიორგი იობიძის ინფორმაციით, გვიშტიბი პირველი სოფელია, სადაც საბავშვო ბაღის გათბობა ცენტრალურ სისტემაზე ბუნებრივი აირით მოხდება.
ინფორმაციას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.