თორნიკე ჯიქიას განცხადებით, წყალტუბოს ადგილობრივი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ქალაქის მსოფლიო და ევროპული დონის კურორტებთან მიახლოებაა
16-04-2018, 18:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

წყალტუბოს ბუნებრივი და ტურისტული რესურსების წარმოჩენა; ინვესტიციების მოზიდვა; ინფრასტრუქტურის მოწესრიგება; სამკურნალო ტურიზმის განვითარება; პარკის, ცივი ტბის, მუზეუმების და ა. შ. ფუნქციური დატვირთვა; წყალტუბოს მსოფლიო და ევროპული დონის კურორტებთან მიახლოება - ეს ის უმთავრესი საკითხებია, რის განხორციელებასაც (ა)ი.პ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ცენტრის“ ხელმძღვანელი თორნიკე ჯიქია ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობითა და ინვესტორებთან თანამშრომლობით გეგმავს. მასთან ინტერვიუს წყალტუბოს მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 


- დავიბადე 1985 წლის 26 ივლისს, დავამთავრე წყალტუბოს მე-3 საჯარო სკოლა და ლიცეუმი, სწავლა გავაგრძელე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამშენებლო ფაკულტეტზე, 2008 წლიდან ვმუშაობდი „ქართუ ჯგუფში“. ვთვლი, რომ მივიღე საუკეთესო გამოცდილება, ყველაზე დიდი პროექტი, რომლის განხორციელებაში მონაწილეობას ვიღებდი, იყო ,,,პრომეთეს’’ მღვიმის ინფრასტრუქტურის მოწყობა, შემდეგ, როგორც მშენებელი, ვმუშაობდი ქ. ქუთაისის სარაგბო კომპლექსის „აიას“ რეაბილიტაციაზე, რამდენიმე მაღალსართულიანი სახლების მშენებლობაზე, ყველა ობიექტს უბრალოდ ვერ ჩამოვთვლი. 2012 წლიდან ვარ „ქართული ოცნების“ წევრი. სწორედ ამ პოლიტიკური პარტიის აქტიური მხარდამჭერი ვიყავი ადგილობრივი თვითმმართველობის, საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში. 2017 წლის 1 დეკემბრიდან დავინიშნე ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ცენტრის“ მმართველად. მყავს მეუღლე და 2 შვილი.

 


-რას ნიშნავს თქვენთვის ა(ა)ი.პ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ცენტრის“ მმართველად მუშაობა ?

 


- ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი საქმე იყო წყალტუბოს განვითარებაში წვლილის შეტანა. დაკავებული თანამდებობა ამის საშუალებს მაძლევს, სასიკეთო ცვლილებები ყველაზე შესამჩნევი სწორედ ქალაქის კეთილმოწყობის შედეგად ხდება.

 


-თქვენი მიზნები, ამოცანები, სამომავლო გეგმები?

 


- ჩვენი მიზანია, შევინარჩუნოთ, მოვუაროთ და უკეთ წარმოვაჩინოთ წყალტუბოს ბუნებრივი და ტურისტული რესურსები. გავუფრთხილდეთ ღვაწლმოსილ ადამიანებს, პროფესიონალებს, გავზარდოთ მათი მოტივაცია, ამ მიმართულებით მუშაობს დღეს ადგილობრივი თვითმმართველობა, ამ გუნდთან ერთად სწორად დაიგეგმა და განისაზღვრა კეთილმოწყობის ცენტრის ბიუჯეტი, რომელიც იხარჯება პრიორიტეტების მიხედვით.

 


-გვიამბეთ იმ კონკრეტულ შედეგებზე, რომელიც უკვე მიიღეთ, როგორც კეთილმოწყობის ცენტრის მმართველმა.

 


-როგორც აღვნიშნე, ჩვენ ბიუჯეტის სწორად განაწილების შედეგად შევძელით რამდენიმე მნიშვნელოვანი საქმის გაკეთება. გარე განათების ქსელის განახლება მოხდა დაბალვატიანი ნათურებით, რომლებიც გაცილებით ცოტა ელექტროენერგიას მოიხმარს, ამით ბიუჯეტში მნიშვნელოვანი თანხა დაიზოგა. უკვე დასრულდა გარეგანათების სამუშაოები ქუთაისი-წყალტუბოს დამაკავშირებელ გზაზე და ქალაქის უმეტეს უბნებში.

 


- როგორ შეაფასებდით წყალტუბოს წარსულს და როგორია მისი დღევანდელი დღე?

 

 

- წყალტუბო ნამდვილად იყო საბჭოთა ეპოქის მნიშვნელოვანი კურორტი. მაშინ ის სრულად შეესაბამებოდა არსებულ მოთხოვნებს, თუმცა დღეს სულ სხვა მოცემულობა გვაქვს. გვიწევს მუშაობა დიდი კონკურენციის პირობებში. ევროპულ სტანდარტებს ბევრი ეტაპის გავლა სჭირდება, ამიტომ აუცილებელია კურორტის მოკლევადიანი და სწრაფი განვითარება.

 


- რა უნდა გაკეთდეს, რათა წყალტუბოს მომავალი იყოს საიმედო, კურორტი გახდეს უფრო კონკურენტუნარიანიდა ტურისტებისთვის მიმზიდველი?

 


-ვფიქრობთ, რომ მთავარია ინვესტიციების მოზიდვა, იმ უნიკალური შენობების შენარჩუნება და მოწყობა, რომლებიც მსოფლიო მნიშვნელობის არქიტექტურას მიეკუთვნება. ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და სამკურნალო ტურიზმის განვითარება არის წყალტუბოს საიმედო მომავლის ერთადერთი გზაც, მიზანიც, გამოწვევაც. ჩემი და ყველა წყალტუბოელის დიდი სურვილია არა ის, რომ დავაბრუნოთ რაც იყო, არამედ, გავზარდოთ სტანდარტები და მივუახლოვოთ წყალტუბო მსოფლიო და ევროპული დონის კურორტებს. ჩვენ ქალაქს აქვს ამის პოტენციალი, შესაძლებლობა და ამბიცია.

 

 

(წყალტუბოს ცენტრალური პარკი) 

 


- როგორ ფიქრობთ, რამდენად კარგად იცნობთ ჩვენი მუნიციპალიტეტის მოსახლეობის საჭიროებებს?

 


- მე ამ ქალაქის მკვიდრი ვარ და მეც მაწუხებს, მეგობრებთან, თანაქალაქელებთან ერთად გავიხილავ ყველა იმ პრობლემურ საკითხს, რომელიც ამ ეტაპზე აქტუალურია, ყოველთვის ვცდილობ, მაქსიმალურად დავეხმარო ყველა იმ მოქალაქეს, რომელიც მოგვმართავს.

 


-რას ეტყოდით და ურჩევდით მომავალ თაობას?

 


-რა თქმა უნდა, ბევრ შრომას, როგორც პიროვნული განვითარებისთვის, ასევე მათი შესაძლებლობების წყალტუბოში დაბანდებისთვის. მესმის, რომ რთულია პატარა ქალაქში დარჩე, მაგრამ პირველ რიგში საჭიროა წყალტუბოელებმა დავაფასოთ ის, რაც უნიკალური გვაქვს ამ ქალაქში და კიდევ, პატარა ქალაქშიც შეიძლება დიდი საქმეების კეთება.

 


- რა პროექტები უნდა განხორციელდეს სამომავლოდ წყალტუბოს ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად? დასაქმების პრობლემის მოსაგვარებლად?

 


-კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მთავარია ინფრასტრუქტურის განვითარება და ამასთან პარკის, ცივი ტბის, მუზეუმების და ა. შ. ფუნქციური დატვირთვა. ეს, რა თქმა უნდა, თვითმმართველობის ძალებით მხოლოდ ვერ მოხერხდება. ამით უნდა დავაინტერესოთ კერძო პირები, ინვესტორები... ტურიზმის განვითარება პირდაპირ კავშირშია ამ ყველაფერთან და თავისთავად, დასაქმების პრობლემის გადაჭრასთან. არ შეიძლება, ყველა მოქალაქე დასაქმდეს საჯარო სექტორში, სწორედ ამიტომ უნდა განვითარდეს ბიზნესი, გაიზარდოს კერძო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა.

 


-ორიოდე სიტყვით იმ პრინციპებსა და ფასეულობებზე, რომლებიც თქვენს ცხოვრებას განსაზღვრავს და ვერ უღალატებთ ?

 


-ეროვნული ღირებულობები, ტრადიციები, უფლის რწმენა და სიყვარული - ეს ის ფასეულობებია, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა, ჩვენია, ქართულია და ყოველთვის ვუფრთხილდები. სამართლიანობა, საქმის ერთგულება და მოყვასის სიყვარული - ეს ის პრინციპებია, რომელთა დაცვა საქმეშიც და ადამიანებთან ურთიერთობებში აუცილებელი და საჭიროა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი