გარდაბნის მუნიციპალიტეტის ეტალონ მოსწავლეს გიორგი გენგაშვილს, მეორე ადგილის მფლობელ მირანდა მდივანს და მესამე ადგილზე გასულ სოფიკო სალთხუციშვილს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი რამაზ ბუდაღაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ტარიელ ჯანხოთელი და განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ავთანდილ ჯანხოთელი შეხვდნენ.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა საპრიზო ადგილის მფლობელებს წარმატება მიულოცეს და მუნიციპალიტეტისგან საჩუქრად წიგნის მაღაზიათა ქსელის „ბიბლუსის“ სასაჩუქრე ვაუჩერი გადასცეს. გარდაბნის ეტალონი მოსწავლეს გიორგი პაქსაშვილს 200-ლარიანი, ხოლო მირანდა მდივანსა და სოფიკო სალთხუციშვილს 100-ლარიანი ვაუჩერები გადაეცათ.
ქალაქ გარდაბნის №3 საჯარო სკოლაში, ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი 2018" მიმდინარე წლის 8 თებერვალს ჩატარდა. „ეტალონში" გარდაბნის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10, მე-11 კლასების 82 მოსწავლე მონაწილეობდა. გამარჯვებული 85 ქულით, სართიჭალის №2 საჯარო სკოლის მოსწავლე გიორგი გენგაშვილი გახდა.
ინფორმაციას გარდაბნის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.