ჟურნალისტებისთვის ჰიბრიდული გამოწვევების შესახებ სემინარი ჩატარდა
16-04-2018, 19:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„მედია და ხელისუფლება ჰიბრიდული გამოწვევების პირისპირ“ - სემინარი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის ორგანიზებით მედიის წარმომადგენლებისთვის ჩატარდა.

 

 

სემინარის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრს ლევან იზორიასა და ჟურნალისტებს შორის საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევებსა და ამ ჭრილში მედიის როლზე დისკუსია გაიმართა. საუბარი შეეხო თავდაცვის უწყებაში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს, ნატოში ინტეგრაციის კუთხით გადადგმულ ნაბიჯებს, ასევე სკოლებში დაწყებულ მასშტაბურ პროექტს „ჩვენი ჯარი“.

 

 

მედიის წარმომადგენლებმა შეიარაღებული ძალების ტრანსფორმაციის პროცესზეც მოისმინეს ინფორმაცია, რომელიც მათ გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ გააცნო.

 

 

ორდღიანი სემინარის ფარგლებში ჟურნალისტებმა თავდაცვის უწყების წარმომადგენლებისგან საინფორმაციო ომის, დეზინფორმაციის, საზოგადოებრივი აზრის მანიპულირების, პროპაგანდისა და სტრატეგიული კომუნიკაციების მნიშვნელობის შესახებ პრეზენტაციები მოისმინეს. ყურადღება გამახვილდა ჰიბრიდულ საფრთხეებზე, ასევე უკრაინასა და საქართველოში რუსული საინფორმაციო ოპერაციების გამოცდილებაზე. აღმოსავლეთ-დასავლეთ ინსტიტუტის მრჩეველმა საჯარო პოლიტიკის საკითხებში, თსუ-ს ლექტორმა და მკვლევარმა ნოდარ ტანგიაშვილმა კი, ჟურნალისტებთან ერთად საქართველოში რუსული ნარატივი განიხილა.

 

 

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი