სერგეი ლავროვმა BBC-ისთან საუბრისას იკითხა, თუ რატომ განახორციელა ამერიკამ სირიაზე დარტყმები ერთი დღით ადრე, სანამ საერთაშორისო ინსპექტორები ჩავიდოდნენ დუმაში
16-04-2018, 19:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა BBC-ის გადაცემა „Hardtalk“-ში საუბრისას უარყო დუმაში ქიმიური იარაღის გამოყენება და დასვა შეკითხვა, თუ რატომ განახორციელა შეერთებულმა შტატებმა მის მოკავშირეებთან ერთად სირიაზე საჰაერო დარტყმები ერთი დღით ადრე, სანამ საერთაშორისო ინსპექტორები ჩავიდოდნენ ტერიტორიაზე.

 

 

„მე ვერ ვიქნები უზრდელი სახელმწიფოს მეთაურების მიმართ, მაგრამ თქვენ საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, ამერიკის შეერთებული შტატების ლიდერების ციტირებები მოახდინეთ, გულწრფელად რომ ვთქვა, ყველა სამხილი, რაც მათ მოიყვანეს დაფუძნებული იყო მედიის რეპორტაჟებსა და სოციალურ ქსელებზე“.

 

 

მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთისა და დასავლეთის ურთიერთობები ახლა უფრო უარესი მდგომარეობაშია, ვიდრე „ცივი ომის“ დროს იყო, ვინაიდან, ლავროვის შეფასებით, ადრე მხარეებს შორის კომუნიკაციის არხები მუშაობდა და დასავლეთი არ იყო „რუსოფობიით აგრერიგად შეპყრობილი“. 

 

 

საჰაერო იერიშების შესახებ საუბრისას მან გაიმეორა რუსეთის მტკიცება, რომ სირიისკენ გაშვებული 100-ზე მეტი რაკეტიდან 2/3-ზე მეტმა სამიზნეებამდე ვერ მიაღწია.

 


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ასევე განაცხადა: „შემიძლია გარანტირებულად გითხრათ, რომ რუსეთი არ ჩარეულა [საეჭვო სირიული ქიმიური იარაღით თავდასხმის] ადგილზე“.

 


ჩარევის თაობაზე წუხილი საერთაშორისო ქიმიური იარაღის ორგანიზაციაში აშშ-ის დიპლომატიურმა წარმომადგენელმა გამოხატა.

 


საერთაშორისო ინსპექტორები დამასკოსთან ახლოს, დუმაში იმ ტერიტორიაზე შეღწევას ცდილობენ, სადაც სავარაუდო ქიმიური თავდასხმა მოხდა.

 


„ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაცია“ ჰააგაში დახურულ კარს მიღმა შეხვედრას მართავს და სირიის ქალაქ დუმაში 7 აპრილის სავარაუდო ქიმიურ თავდასხმას განიხილავს.

 


აშშ-ის დიპლომატიურმა წარმომადგენელმა „ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციაში“ კენეტ უორდმა განაცხადა: „ჩვენი გაგებით, რუსები შესაძლოა სტუმრობდნენ თავდასხმის ადგილს“.

 


„ჩვენ შეწუხებული ვართ იმით, რომ ისინი შესაძლოა ჩაერივნენ იქ იმ განზრახვით, რომ შეაფერხონ ჩვენი ორგანიზაციის ძალისხმევები ფაქტების მოძიებასა და ეფექტური გამოძიების განხორციელებასთან დაკავშირებით“.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი