თერჯოლის მერი ბონდო სოფრომაძე სოფლებში არსებული მდგომარეობისა და საგაზაფხულო სამუშაოების შესახებ ინფორმაციას გაეცნო
17-04-2018, 11:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიაში გამართულ მორიგ სამუშაო თათბირს, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი ბონდო სოფრომაძე მოადგილეებთან მანუჩარ ფანჩულიძესა და მერაბ სირაძესთან ერთად უძღვებოდა, მერიის სამსახურებისა და განყოფილებების უფროსები, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები, ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

 


მერიის პრესსამსახურის ცნობით, მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებისაგან მოისმინა ინფორმაცია სოფლებში არსებული მდგომარეობის, საგაზაფხულო სამუშაოების მიმდინარეობისა და საინფორმაციო შეხვედრების შესახებ, სადაც მოსახლეობას მიეწოდება ინფორმაცია აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ძირითად პრინციპებზე, სახელმწიფოს მიერ მავნებლის საწინააღმდეგოდ დაგეგმილ ღონისძიებებსა და აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების გზებზე.

 

 

 


თათბირზე, ასევე მუნიციპალიტეტის მერმა, ბონდო სოფრომაძემ სამსახურის ხელმძღვანელებისაგან შესრულებული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მოისმინა, მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო და დაგეგმილი სამუშაოების ეფექტურად და ოპერატიულად განხორციელებასთან დაკავშირებული მითითებები და დავალებები გასცა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი