რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ იყენებს აშშ მოსკოვის მიმართ „დაუსრულებელ სანქციებს და დაშინებას“
17-04-2018, 13:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ტელეარხ „Россия 24“-ის ეთერში იმის თაობაზე ისაუბრა, თუ რატომ იყენებს მისი აზრით, ამერიკის შეერთებული შტატები „დაუსრულებელ სანქციებს და დაშინებას“ რუსეთთან მიმართებაში.

 


მან ამგვარ პოლიტიკას „გეგმა ბ“ უწოდა, რომელზე დაყრდნობაც ვაშინგტონმა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მან ვერ გამონახა შესაძლებლობა შეენარჩუნებინა მოსკოვთან „დიპლომატიური თამაში“ და წარუმატებელი აღმოჩნდა თავისი მიზნების განხორციელებაში ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში.

 


ზახაროვას აზრით, შეერთებული შტატები ახლა „ყოველგვარი რეალობის გარეშე“ აწესებს ახალ სანქციებს რუსეთის მიმართ.

 


„თუკი ადრე გვეუბნებოდნენ, რომ ჩვენ უკრაინის გამო გვსჯიან, ახლა ფორმულირებები უბრალოდ კარდინალურად შეიცვალა. ჩვენ პრინციპში იმის გამო გვსჯიან, რაც ჩვენ საერთაშორისო არენაზე გაგვაჩნია. ეს კი ზუსტად ასეა ფორმულირებული მათი მხრიდან: რუსეთის საერთაშორისო საქმეებში როლის გამო. ეგ არის და ეგ“, განაცხადა ზახაროვამ.

 

 

ამერიკის შეერთებული შტატები სირიაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე მალე რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებაზე გააკეთებს განცხადებას, იტყობინება CBS News-ი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში აშშ-ის ელჩზე, ნიკი ჰეილიზე დაყრდნობით.

 


„თქვენ დაინახავთ, რომ რუსული სანქციები გაძლიერდება. მინისტრი მნუჩინი (აშშ-ის ფინანსთა მინისტრი) ამის შესახებ ორშაბათს გამოაცხადებს, თუ მას ეს ჯერ არ გაუკეთებია, და ეს სანქციები პირდაპირ იქნება დაწესებული იმ კომპანიებზე, რომლებიც ასადს ქიმიური იარაღისთვის მოწყობილობებსა და ტექნოლოგიებს აწვდის“, განაცხადა ჰეილიმ კვირას.

 

 

დიპლომატის აღნიშნული განცხადებიდან მეორე დღეს თეთრმა სახლმა დაადასტურა, რომ ვაშინგტონი რუსეთს ახალ სანქციებს ახლო მომავალში დაუწესებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი