„დმანისის გადარჩენის ფონდის“ წარმომადგენლები დიმიტრი ქუმსიშვილის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებენ
17-04-2018, 13:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„დმანისის გადარჩენის ფონდის“ წარმომადგენლები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას აპირებენ.

 

 

როგორც ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ უშუალოდ დიმიტრი ქუმსიშვილის მონაწილეობით, ერთ პირთან მოლაპარაკების გზით „არ-ემ-ჯი-გოლდს" 100 000 კვ. მეტრი ტერიტორია გადაეცა.

 

 

„ჩვენ დამავტკიცეთ უკვე, რომ სრულიად უკანონოდ მითვისებული აქვს ტერიტორიები „არ-ემ-ჯი-გოლდს" და აშენებულია ქარხნები და სრულიად უკაონოდ ახორციელებს მადნის მოპოვებას. ამას აქვს თავისი სახელი და გვარი მთავრობაში - ეს არის ბატონი ქუმსიშვილი, რომელთან შეხვედრასაც ჩვენ ვითხოვთ, რომლის პირადი მონაწილეობითაც მოხდა ეს ყველაფერი „არ-ემ-ჯი-გოლდთან" მიმართებაში. სწორედ მისი დავალებით, ეკონომიკის სამინისტროს ამზომველებმა მისცეს ყველა ეს მიწა აბსოლუტურად უკანონოდ ფაქტობრივად „არ-ემ-ჯი-გოლდს", განაცხადა „რუსთავი 2"-თან საუბრისას პოლიტიკური პლაფორმა „ახალი საქართველოს" თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ.

 

 

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ დარღვევების დამადასტურებელ მასალებს პროკურატურაში შეიტანენ.

 


„ნათელია, რომ „არ ემ-ჯი-გოლდი" ბოლნისი-დმანისის მუნიციპალიტეტში თავის საქმიანობასა და ამ დანაშაულებრივი ქმედებების დამალვაში რეალურად იყენებს მთელ სახელმწიფო მანქანას. პირადად არის ჩართული ქუმსიშვილი, რომლის პასუხისმგებლობის საკითხიც უნდა დადგეს აუცილებლად და ჩვენ ვითხოვთ მასთან შეხვედრას და პარალელურად ასევე შეგვაქვს საქმის მასალები პროკრუატურაში, რომელიც ასახავს ამ დარღევებს", განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" მდივანმა, თინათინ ბოკუჩავამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი