ბელარუსული პროდუქციის რუსეთში შეტანის მუდმივი პრობლემებიდან გამომდინარე, ალექსანდრე ლუკაშენკომ ხელისუფლებას ახალი ბაზრების მოძიების დავალება მისცა. „თუკი რუსეთი ჩვენ ვერ გაგვიგებს და თუ მას ჩვენი გაგება არ უნდა, რა გაეწყობა - შევხვდებით პრეზიდენტს ინაუგურაციის შემდეგ, განვიხილავთ დეტალურად და კაპიტალურად ყველა საკითხს. უნდა განვსაზღვროთ [რა როგორ იქნება]“, განაცხადა ლუკაშენკომ მინსკის ოლქის ძერჟინსკის რაიონში სამუშაო ვიზიტისას, როგორც ამას „БелаПАН“-ი იტყობინება.
„თუკი მათ გადაწყვიტეს ჩვენი მუდმივად მოდრეკა გაუგებარი მიზეზის გამო, მაშინ ჩვენი ბედნიერების სხვა ადგილას ძებნას დავიწყებთ, ამიტომ ეძიეთ ახალი ბაზრები. არ შეიძლება მუდმივად ერთ ბაზარზე ჩამოკიდება“, აღნიშნა პრეზიდენტმა ლუკაშენკომ.
ბელარუსის პრეზიდენტს მოახსენეს, რომ რესპუბლიკიდან რუსეთში რძის პროდუქტების მიწოდებაზე ბალანსის შესახებ ხელშეკრულებას ხელი ჯერ არ აქვს მოწერილი - მხარეები მოლაპარაკებებს განაგრძობენ. გაჟღერდა მოსაზრება, რომ რუსეთის მხრიდან ბელარუსული რძის პროდუქტების იმპორტის შეზღუდვა დაკავშირებულია რუსეთში სხვა ქვეყნებიდან, განსაკუთრებით კი ახალი ზელანდიიდან რძის ფხვნილის დიდი რაოდენობით შეტანის შესახებ მიღწეული შეთანხმებიდან გამომდინარე. ამასთან დაკავშირებით ლუკაშენკომ განაცხადა, რომ რუსეთში მოქმედებს ე.წ. ატკატების სისტემა, რომელიც ხელს უშლის ბელარუსული პროდუქციის გაყიდვას. „ვიღაცები ამ რძის ფხვნილის ახალი ზელანდიიდან შეტანით იღებენ ატკატებს. პირველ რიგში, რა შეაქვთ, რითი კვებავენ ხალხს? მაგრამ ეს მათი პრობლემაა. მათ ეს არ ესმით და არ უნდათ რომ გაიგონ, რადგანაც ყველგან ატკატებია“, აღნიშნა ბელარუსის პრეზიდენტმა.
ლუკაშენკომ ასევე დაამატა, რომ ბელარუსმა თავის ინტერესები უნდა დაიცვას.
„ჩვენ კი ჩვენს ინტერესებს უნდა შევხედოთ, რაც წინააღმდეგობაში არ მოდის რუსების ინტერსებთან. ჩვენ მათთვის რაიმე ცუდის გაკეთებას არ ვაპირებთ... წელს განვსაზღვრავთ, [რა იქნება და როგორ]“, თქვა ლუკაშენკომ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.