ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტს ლევან ბერძენიშვილი, აგრარულ საკითხთა კომიტეტს კი გელა სამხარაული უხელმძღვანელებს. კომიტეტების თავმჯდომარეობის ვაკანტურ თანამდებობებზე ბერძენიშვილისა და სამხარაულის კანდიდატურები ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა დაასახელა.
როგორც საკანონმდებლო ორგანოს სპიკერმა განმარტა, გადაწყვეტილება უმრავლესობაში შემავალ ფრაქციებთან კონსულტაციების საფუძველზე მიიღეს.
"პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, კომიტეტების თავმჯდომარეობის კანდიდატურების დასახელება არის ფრაქციების, საპარლამენტო ჯგუფების უფლება, თუმცა თუ შესაბამისი ვადის ამოწურვამდე ეს უფლება არ იქნა რეალიზებული, შემდგომ უკვე პარლამენტის თავმჯდომარეს ენიჭება აღნიშნული უფლებამოსილება. მე ვსარგებლობ ამ უფლებით, მაგრამ არა ერთპიროვნულად - მქონდა კონსულტაციები საპარლამენტო უმრავლესობაში გაერთიანებულ ფრაქციებთან და მათთან მოლაპარაკებების შედეგად შემოვდივარ წინადადებით, რომ აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილ იქნას გელა სამხარაულის კანდიდატურა, ხოლო ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ვაკანტურ თანამდებობაზე ლევან ბერძენიშვილის კანდიდატურა", - განაცხადა უსუფაშვილმა.
ბერძენიშვილსა და სამხარაულს შესაბამის კომიტეტებში თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობები ეკავათ. მათ შესაბამისად, თინა ხიდაშელი და გიგლა აგულაშვილი შეცვალეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.