წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე პაატა ახალაძე და მერის მოადგილე ალექსანდრე დადუნაშვილი სოფელ ჟონეთის მოსახლეობას შეხვდნენ და წყალდიდობის შედეგად მიყენებული ზიანის აღმოფხვრის მიზნით დაგეგმილი პროექტები გააცნეს.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხელშეწყობით, უკვე დაწყებულია მდინარე რიონის ნაპირებზე ჯებირების მოწყობის სამუშაოები.
თვითმმართველობის წარმომადგენლების თქმით, აღნიშნული, მნიშვნელოვნად შეუმსუბუქებს მდგომარეობას ადგილობრივებს და შეამცირებს სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს.
ინფორმაციას წყალტუბოს საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.