„ვერასოდეს ვიქნებით მომხრე მძიმე დანაშაულებებზე შეწყალების ასე ფართოდ გამოყენების", აღნიშნული განცხადება შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ შეწყალების საკითხზე გააკეთა.
როგორც მან მედიის წარმომადგენლებს განუცხადა, „რომ გადავხედოთ ბოლო წლების განმავლობაში შეწყალების აქტით მიერ გათავისუფლებული მსჯავრდებულების რეციდივებს, საკმაოდ საგანგაშო ციფრებია".
მინისტრმა ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის ქალის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ინფორმაცია, რომელიც სამართალდამცველებმა მიიღეს, მხოლოდ შემაკავებელი ორდერის გამოცემის საშუალებას იძლეოდა.
„შემაკავებელი ორდერი დღეის მდგომარეობით არის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელში. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ის ინფორმაცია, რაც მიიღეს იმ მომენტში პოლიციელებმა, იძლეოდა მხოლოდ შემაკავებელი ორდერის გამოცემის საშუალებას. ეს არის ფაქტი. რაც შეეხება შსს-ის პასუხისმგებლობას, ჩვენ არასოდეს და არცერთი სიტყვით არ მოგვიხდენია პასუხისმგებლობის პერსონალიზირება ამ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით. ჩვენ ვთქვით, რომ არსებობს მართლმსაჯულების ერთიანი სისტემის პრობლემები და ამ მართლმსაჯულების სისტემის ერთ-ერთი კომპონენტი არის შეწყალების ინსტიტუტი, რომელსაც გარკვეული ფუნქცია ჰქონდა და ამაზე მივანიშნეთ", განაცხადა გიორგი გახარიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.