საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა გამაფრთხილებლად განაცხადა, რომ „ჩანს, რომ ევროპული სამოქალაქო ომია“ ლიბერალურ დემოკრატიასა და მზარდ ავტორიტარიზმს შორის.
როგორც BBC იუწყება, სტრასბურგში ევროპულ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, მან დაჟინებით მოუწოდა ევროკავშირს განაახლოს მისი მხარდაჭერა და თავდადება დემოკრატიისადმი.
„მე არ მსურს მივეკუთვნებოდე მთვარეულთა თაობას, რომელსაც თავისი საკუთარი გზა აქვს დავიწყებული“, თქვა მან, გაიხსენა რა, თუ როგორ იშვა ევროკავშირი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.
თავის სიტყვაში მან „ბრექსიტზეც“ ისაუბრა და განაცხადა, რომ „ბრექსიტი“ დიდ ხვრელს დატოვებს ევროკავშირის ბიუჯეტში და უკვე აღარ იქნება შეღავათები ზოგიერთი წევრი ქვეყნის მიმართ. მან დაამატა, რომ საფრანგეთი მზად არის გაზარდოს თავისი წვლილი ორგანიზაციაში.
მაკრონის სტრასბურგში წარმოთქმული სიტყვა ევროკავშირის განახლების საჭიროებაზე მკვეთრად იმ დროს მიანიშნებს, როცა 28 წევრი სახელმწიფოსაგან შემდგარ ბლოკში მზარდი ნაციონალიზმი იკიდებს ფეხს.
აპრილში უნგრეთის მემარჯვენ ფრთის ლიდერმა ვიქტორ ორბანმა, კიდევ ერთმა ძველმა კრიტიკოსმა ევროკავშირის პოლიტიკის, პარლამნეტში ხმების 2/3 მოიპოვა.
ევროკავშირში საკმაოდ დიდ ნერვიულობას აქვს ადგილი ევროპელ ამომრჩეველზე რუსული გავლენის გამო, რისი არაერთი მაგალითი სოციალურ მედიაში ყალბი ახალი ამბების გავრცელებაა, რაც ხშირად, როგორც ვარაუდობენ, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მხარდამჭერების მიერ ხორციელდება.
პარლამენტის წევრებმა მაკრონს ტაში დაუკრეს, როცა მან თქვა, რომ დემოკრატია „არის სიტყვა - მნიშვნელობით, რომელიც წარსულის ბრძოლებისაგან აღმოცენდა“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.