ვანო ზარდიაშვილი: მარგველაშვილისნაირი შეცდომები ნებისმიერი ქვეყნის პრეზიდენტს რომ დაეშვა დემოკრატიულ სამყაროში, გადადგებოდა
17-04-2018, 16:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვანო ზარდიაშვილი პრეზიდენტის მიერ 25 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებული ვეფხია ბაქრაძის წარსულში შეწყალების საკითხს კიდევ ერთხელ ეხმაურება.

 

 

როგორც ზარდიაშვილი აცხადებს, „პრეზიდენტ მარგველაშვილის მიერ შეწყალებულთა სიას რომ გადავხედოთ, ჩვენ ვიხილავთ მკვლელებს, რომელიც პრეზიდენტმა მარგველაშვილმა შეიწყალა და შემდეგ მათ კიდევ მკვლელობა ჩაიდინეს, ჩვენ ვიხილავთ ნარკორეალიზატორებს, როდესაც პრეზიდენტმა შეიწყალა, მათ ორმაგი, სამმაგი ნარკოტიკი შემოიტანეს, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა შეიწყალა თავისი ცოლის ძმა, რომელსაც 17 წლიანი სასჯელი ჰქონდა და სამჯერ ნასამართლევი იყო".

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ „პრეზიდენტ მარგველაშვილისნაირი შეცდომები ნებისმიერი ქვეყნის პრეზიდენტს რომ დაეშვა დემოკრატიულ სამყაროში, აუცილებლად, მას შეხსენებაც არ დასჭირდებოდა, ის თავისი ნებით საზოგადოებას ბოდიშს მოუხდიდა და გადადგებოდა".

 

 

ვანო ზარდიაშვილის განცხადებით, გიორგი მარგველაშვილის „უპასუხისმგებლო შეწყალებებმა" საზოგადოება, მმართველი გუნდი და ოპოზიციური სპექტრი გააერთიანა.

 

 

„აბაშიშვილისა და პრეზიდენტ მარგველაშვილის გუშინდელი განცხადებები იყო სავსებით უპასუხისმგებლო. არამც თუ ჩვენ ვერთიანდებით ოპოზიციასთან, მისმა საქციელმა, არაადეკვატურმა, უპასუხისმგებლო შეწყალებებმა მთლიანად საზოგადოება, როგორც ხელისუფლება, ასევე ოპოზიციური სპექტრი გააერთიანა და ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ მისი საქციელები და შეწყალებები სავსებით უპასუხისმგებლოა", განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი