დუშეთის მერია სოფელ საშაბუროს სასმელი წყლით მომარაგებასთან დაკავშირებით განცხადებას და ვიდეომასალას ავრცელებს
17-04-2018, 18:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ საშაბუროს მოსახლოებისთვის სასმელი წყლის მიწოდების შესახებ გავრცელებულ „მცდარ ინფორმაციას“ ეხმაურება და აცხადებს, რომ აღნიშნულ დასახლებულ პუნქტში წყალმომარაგება შეუფერხებლად ხორციელდება.

 

 

 


„გვსურს გამოვეხმაუროთ მოსახლეობაში გავრცელებულ მცდარ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ საშაბუროს არ მიეწოდება სასმელი წყალი:

 


საზოგადოების შეცდომაში შეყვანის თავიდან არიდების მიზნით, განვმარტავთ, რომ აღნიშნული არ შეესაბამება სინამდვილეს; სოფელ საშაბუროს სასმელი წყლით უზრუნველყოფა ხორციელდება სოფელ ჩანადირებში მოწყობილი სათავე ნაგებობით, რომლის მოცულობაცაა 9 ტ. წყალმომარაგება ხორციელდება უპრობლემოდ, თუმცა აღსანიშნავია, რომ ზაფხულობით, მოსახლეობის რაოდენობის ზრდასთან ერთად, ადგილი აქვს გაცილებით მეტი მოცულობის წყლის ხარჯვას, ძირითად შემთხვევაში არამიზნობრივად, სარწყავი და საკანალიზაციო დანიშნულებით, რაც ბუნებრივია აისახება წყალმომარაგების ხარისხზეც.

 


სიუჟეტი მომზადებულია სოფელ საშაბუროში, ადგილობრივ მოსახლეობასთან ჩაწერილი ინტერვიუების საფუძველზე“, აცხადებენ დუშეთის მუნიციპალიტეტში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი