მალთაყვის უბნის განაშენიანების რეგულირების გეგმა, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაკვეთით მომზადდა, ფოთში საჯარო შეხვედრაზე განიხილეს.
პრეზენტაციას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და მოქალაქეები, ასევე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ნინო გვენცაძე და დეპარტამენტის ექსპერტ-კონსულტანტი კახა ნიაური ესწრებოდნენ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 31 მარტის №632 განკარგულების შესაბამისად, ფოთში მალთაყვის უბნის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის შემუშავების მიზნით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ საპროექტო მომსახურების მომწოდებლის შესარჩევი კონკურსი გასულ წელს გამოაცხადა, სადაც გამარჯვებულად გამოვლინდა შპს „ურბანიკა".
ამ ეტაპზე დასრულდა აღნიშნული დოკუმენტაციის მომზადების მეორე ეტაპის სამუშაოები და მიმდინარე წლის 16 აპრილს ქალაქ ფოთში ჩატარდა აღნიშნული დოკუმენტაციის საჯარო განხილვა. ავტორთა ჯგუფმა პრეზენტაციის სახით წარმოადგინა მათ მიერ შესრულებული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის ინფორმაციით, ადგილობრივი მოსახლეობა აქტიურად ჩაერთო განხილვის პროცესში და საერთო ჯამში, მოსახლეობის მხრიდან დადებითად იქნა აღქმული წარმოდგენილი პრეზენტაცია.
ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.