გიგი წერეთელი: საქართველოს საკითხებთან დაკავშირებით ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა რეზოლუციის მიღებაზე იმსჯელებს
17-04-2018, 18:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დანიის დედაქალაქში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელსაც ასამბლეის პრეზიდენტი, გიგი წერეთელი უძღვებოდა. სხდომაზე ბიუროს წევრებმა სხვადასხვა საკითხებთან ერთად, ორგანიზაციის მომავალი წლის ბიუჯეტი, იტალიის, რუსეთის ფედერაციის და აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გამართული არჩევნები და სადამკვირვებლო მისიების ანგარიშები მოისმინეს. ბიუროს წევრები კომიტეტის მომხსენებლების და სპეციალური წარმომადგენლების ანგარიშებსაც გაეცნენ.

 

 

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ბიუროს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, საქართველოს მიმართ რუსეთის ქმედებები კიდევ ერთხელ დაგმო და აღნიშნა, რომ საპარლამენტო ასამბლეა აუცილებლად იმსჯელებს რეზოლუციის მიღების თაობაზე, სადაც საქართველოს საკითხები აისახება.

 

 

„10 წელი ხდება საქართველო-რუსეთის ომის შემდეგ და სამწუხაროდ, რუსეთი კვლავაც არ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს. საქართველოს ტერიტორიის ნაწილი ისევ რუსეთის ოკუპაციის ქვეშ არის, სადაც ადამიანის უფლებების თვალსაზრისით, საკმაოდ მძიმე ვითარებაა“, განაცხადა გიგი წერეთელმა.

 

 

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ბიუროს წევრებს „ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიის“ შესახებ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია გააცნო და აღნიშნა, რომ მომხდარი მკვლელობების გამო ჯერაც არავინ დასჯილა, რაც თავის მხრივ, ნეგატიურ ტენდენციას წარმოადგენს. მისივე განცხადებით, საერთაშორისო ორგანიზაციები და მათ შორის, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მსჯელობას გამართავს, რათა მომავალში პრევენციული ღონისძიებები გატარდეს და მსგავს დანაშაულთან დაკავშირებული პირები თავისუფლად არ გადაადგილდებოდნენ.

 

 

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს სხდომაზე განხილულ საკითხებზე შესაბამის რეზოლუციებს, ასამბლეის ყოველწლიურ შეკრებაზე მიიღებს, რომელიც 7-11 ივლისს ბერლინში გაიმართება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი