სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებას ეხმაურებიან, რომელიც თბილისში, ცინცაძე-კარტოზიას ქუჩების კვეთაზე ორდონიანი სატრანსპორტო კვანძის მშენებლობას შეეხება და აცხადებენ, რომ „მერიის ამ გადაწყვეტილების მიღმა არ დგას არც ერთი დასაბუთებული კვლევა“.
აღნიშნულის შესახებ GUARDIAN.GE-ს სამოქალაქო ორგანიზაციებმა აცნობეს.
„დღეს, 17 აპრილს თბილისის მერიის მთავრობის სხდომაზე მერმა განაცხადა, რომ ზემოხსენებული პროექტი განხორციელება - მიუხედავად პროექტის წინააღმდეგ მერიაში შეტანილი პეტიციისა (2235 ხელმოწერით) და მიუხედავად სფეროში მომუშავე სამოქალაქო ორგანიზაციების და ექსპერტების მიმართვისა.
ჩვენ გვაქვს მყარი საფუძველი განვაცხადოთ, რომ მერიის ამ გადაწყვეტილების მიღმა არ დგას არც ერთი დასაბუთებული კვლევა.
ქალაქ თბილისის მერი, როგორც წინასაარჩევნო კამპანიისას, ასევე თანამდებობაზე მოსვლის შემდეგ მტკიცედ უგულვებელყოფს სამოქალაქო საზოგადოების აზრს. სრულიად უპასუხოდ დარჩა ჩვენი მოთხოვნა შეხვედრაზე ხსენებულ სატრანსპორტო პროექტთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოდგენისთვის.
ამასთან, აღმაშფოთებელია კახა კალაძის განცხადება, რომელშიც იგი ქალაქ თბილისის მცხოვრებლების მხოლოდ ერთი ჯგუფის - მძღოლების ინტერესებს ეხმაურება და მხოლოდ მათ უსაფრთხოებასა და კომფორტზე ზრუნავს. არც ერთი სიტყვა ქვეითებზე და თუ რა საფრთხეებს შეუქმნის ხსენებული მშენებლობა მათ უსაფრთხოებას. თბილისში ყოველწლიურად საშუალოდ 1000-ზე მეტი ქვეითი ზიანდება ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად, ხოლო 100-მდე იღუპება.
იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში უკიდურესად მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობაა, კახა კალაძის განცხადება, რომ იგი არ მოერიდება არათუ ხეების გადარგვას, არამედ მოჭრასაც კი მიგვანიშნებს ძირეულად არასწორი პოლიტიკის გატარებაზე.
19 აპრილს, ხუთშაბათს (18:30) კამპანია SOS იპოდრომი და ორგანიზაცია „იარე ფეხით“ გეგმავს საპროტესტო აქციას მერიის შენობის წინ, კოსტავას ქუჩაზე. ღონისძიების ბმული იხილეთ აქ: https://www.facebook.com/events/254062458494790/
გთხოვთ ყველა ჩვენს მხარდამჭერს, ვინც იზიარებთ ჩვენს იდეას და ღირებულებებს შემოგვიერთდეთ. მედიის აქტიურ მონაწილეობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ასეთ დროს.
ერთად დავიცვათ თბილისის მწვანე სივრცეები და მოვითხოვოთ ადამიანზე და არა მანქანაზე ორიენტირებული ქალაქი“, აცხადებენ სამოქალაქო სექტორში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.