ავარიული დაშვება განახორციელა ამერიკულმა სამგზავრო თვითმფრინავმა ფილადელფიაში მას შემდეგ, რაც მისი ძრავა აფეთქდა - ბორტზე 143 მგზავრი და ეკიპაჟის 5 წევრი იმყოფებოდა
17-04-2018, 22:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ამერიკის შეერთებული შტატების სამგზავრო თვითმფრინავმა ფილადელფიაში ავარიული დაშვება განახორციელა მას შემდეგ, რაც მას ჰაერში მარცხენა ძრავის დამცავი ფენა უეცრად მოძვრა.

 


BBC-ის ცნობით, The Southwest Airlines-ის თვითმფრინავი ნიუ იორკის „ლა გუარდიას“ აეროპორტიდან ტეხასის შტატის ქალაქ დალასში მიფრინავდა და მის ბორტზე 143 მგზავრი და ეკიპაჟის 5 წევრი იმყოფებოდა.

 


ოფიციოზის ცნობით, კრიტიკული დაზიანება მიიღო ერთმა ქალბატონმა, ხოლო სხვა შვიდს სამედიცინო დახმარება გაეწია. მოგვიანებით ქალბატონი გარდაიცვალა. 

 

 

ინციდენტისას ფანჯარა, ფრთები და ავიალაინერის მთავარი ნაწილი დაზიანდა.  

 

 

ოფიციოზის განცხადებით, ბოინგმა Co 737-700 უსაფრთხო დაშვება განახორციელა.

 

 

შეერთებული შტატების საავიაციო ადმინისტრაციამ მოულოდნელ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება წამოიწყო.

 

 

 


„უეცრად, ჩვენ ძლიერი ხმა გავიგეთ, შევტორტმანდით, გვქონდა შეგრძნება, რომ ძრავებიდან ერთ-ერთი მოძვრა“, უთხრა მგზავრმა ქრისტოფერ ჯონსონმა CNN-ს.

 

 

ერთ-ერთმა მგზავრმა, მარტი მარტინესმა სოციალურ ქსელ „თვითერზე“ დაწერა: „ჰაერში თვითმფრინავის ძრავა აფეთქდა და აფეთქებამ ჩემგან სამი სავარძლით დაცილებული ფანჯარა გახსნა. აფეთქებამ კრიტიკულად დააზიანა ქალი, რომელიც ფანჯარასთან იჯდა“.  

 

 

სოციალურ მედიაში გაზიარებულ ფოტოებზე ჩანან თვითმფრინავში მყოფი მგზავრები, რომლებიც ჟანგბადის ნიღბებით ზიან.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი